Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

წუხელ წვიმდა

წუხელ წვიმდა,
მესიზმრე და გამექეცი,
დაგედევნე, როგორც ქარი ფოთლებს ველად,
დაგეწიე, ჩაგიხუტე მთვარეულმა,
შეგადარე ვარდს, იას და საპოვნელას . . .

წუხელ ღამით,
ჩვენ ფოთლებად ვშრიალებდით,
ვასრულებდით თეთრი ღამის ერთად სოლოს,
მარადიულ სიყვარულზე ოცნებებში,
ვერ ვუგებდით დღეს და ღამეს თავს და ბოლოს . . .

ჩემს წვიმაში,
წუხელ, დილად დამესიზმრე,
განთიადად მომევლინე ჩემდა ბედად,
მე შენ წუხელ ისე ნაზად დამესიზმრე,
რომ სიზმარი შენზე ცხადად დამებედა . . .
წუხელ ღამით . . .
სიყვარულად დამესიზმრე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.