Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…

მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
აი, ის ღიმილი სადაც
ერთ დროს დავიკარგე უკვე,
ჟამის გარდახდომის დროდან,
ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.
აი… გაწვიმებას იწყებს,
ხალხიც მოეფარა კედლებს,
მე კი გამოვედი გარეთ
უნდა შეგეფეთო მე შენ…
მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის,
არანორმალურის ფერი,
დიახ, სიჩუმეა ირგვლივ,
მე კი სიყვარულზე ვმღერი.
ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს,
მჯერა გამოივლი ქუჩად,
ფეხსაც არ მოვიცვლი არსად,
აქ დაგელოდები ურჩად.
აი გულისცემა სადაც,
დროც კი უჩვეულოდ მოდის,
არა, აღარ მინდა წასვლა,
გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს…
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
ახლა უნდა გითხრა ფიცი,
უკვე გავიზარდე შენ კი
ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.
როგორ გნატრულობდი ადრე,
ჩემი ოცნებების ლოცვად,
დიახ მოვაღწიე დღემდე
შენი სიყვარულიც მომყვა.
დიახ, ასეთია დილა,
მაინც მოიფიქრებს რამეს
ისევ გამოიღებს სხივებს
ისევ გაანათებს ღამეს,
რაც კი ნატვრა მქონდა ადრე
რაც კი არ ამხდარა ჩემთვის,
იცი?!… გათენებას იწყებ,
და მეც დღის სინათლეს გეტრფი…
დიახ, დამიბრუნდა გრძნობა,
ძალაც დამიბრუნდა რწმენის
როგორც ბავშვობაში ახლაც
მჯერა ვარსკვლავების ცვენის
სადაც სასწაული ხდება
სადაც გრძნობებია ფერად
სადაც სიყვარული ხარობს
მჯერა ყველაფერი მჯერა
შენი თვალებია ლექსი,
შენი ტუჩები კი სუნთქვა,
მინდა გითხრა ის რაც შენთვის
ალბათ არასოდეს უთქვამთ
ის რომ მყვარებიხარ უწინ,
ის რომ შემიყვარდი ერთხელ
დიახ გიყურებ და ვხვდები…
მთელი ბავშვობაა გეძებ.
დიახ, მე გახლავარ ის ვინც,
მაინც მოგაკითხავს სახლთან,
ყვავილს მოგიწყვიტავს ღამით…
დილით დაგახვედრებს თავთან…
მე შენ დაგიხატავ კაბას,
თეთრად გადაფენილ ტანზე,
ნუთუ დაიჯერე თითქოს,
შესძლებ რომ გათხოვდე სხვაზე
არაა, დამიჯერე.. არა!!!
თუნდაც არ გიყვარდე ასე,
მე ხომ მეოცნებე არ ვარ,
გადაგეღობები გზაზე,
ისევ ჰორიზონტის ფერად
ისევ დაგეთვლები ზღვასთან,
უნდა შემეგუო რადგან
მე შენ… არ გაგიშვებ სხვასთან,
მაინც აგიფეთქებ ფიქრებს,
გულში გაგევლები გრძნობად,
მე შენ დაგაჯერებ ლექსით
შენი სიყვარული რომ მაქვს…
უნდა დაიჯერო ასე,
ის რომ ჩემი გულის თქმა ხარ,
ის რომ ჩემი შვილის დედას
ღმერთო…. როგორ ჰგავხარ,
არაა, არ გაგიშვებ არსად,
გრძობებს აღარ ვიტყვი ფუჭად,
მაინც შეგაყვარებ თავს და
დროსაც არ დავკარგავ უქმად.
იცი?!… აღარ წავალ არსად…
ისევ მიმეორებს ექო,
წლები გავიარე მაგრამ
მაინც მყვარებიხარ… მე ხომ
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
გულში დადებული ფიცით,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვიცი…..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.