Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megooo blog

ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას

ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას

ვერძი

ვერძი: გაიმეორე რაც თქვი?
პარტნიორი: გშორდები!
ვერძი: ხვალ, ორ საათზე, ისევ ამ ადგილას მოხვალ და მერე დავილაპარაკებთ, გაიგე?

მეორე დღე:
ვერძმა დაინახა თუ არა, მკლავებში სტაცა ხელი და გასაგებად აუხსნა: აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა! შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, გასაგებია?

კურო

კურო განუწყვეტლივ ისმენს სენტიმენტალურ სიტყვებს, ბოლოს მობეზრდება და პირში მიახლის: მოიცა, მოიცა! რაც მე შენზე ფული და ნერვები მაქვს დახარჯული, ენა როგორ გიბრუნდება? ახლა წადი, ჰაერი ჩაყლაპე და სახლში რომ მიხვალ, დამირეკე! მე არ დამარეკინო!!!

ტყუპები

ტყუპებმა პარტნიორს შემრიგებლურად დაუქნია თავი.
პარტნიორი: მოიცა, შენ რა, არ განიცდი?
ტყუპები: პირველ წუთებში განვიცადე. ახლა მივხვდი, რომ თავისუფალი ვარ და ვეღარ განვიცდი.

კირჩხიბი

კირჩხიბს დაშორების მოლოდინში ისეთი სახე აქვს, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა: დარწმუნებული ხარ?
პარტნიორი: სავსებით.
კირჩხიბი: არ მინდა, მერე რამე ინანო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ ინერვიულო.
ამ სიტყვების შემდეგ ის შეყვარებულს/მეუღლეს ჩაეხუტება და წერილს გადასცემს.
პარტნიორი: ეს რა არის?
კირჩხიბი: სულ მეშინოდა, რომ დავშორდებოდით და ეს წერილი გულის ჯიბით დამქონდა. როდესაც ნახავ, გამიხსენე ხოლმე.

ლომი

ლომმა პარტნიორს ამრეზით გადახედა: ამ სიტყვების შემდეგ შენ ჩემი ღირსი არ ხარ! არც კი გაბედო უკან მოხედვა! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. არასოდეს მივიღებ შენგან თხოვნა-მუდარას ან ბოდიშს. დაიმახსოვრე, მე უკვე წერტილი დავსვი!

ქალწული

ქალწულმა წარბები აზიდა და გვერდულად შეხედა პარტნიორს: ისე უგემოვნოდ გაცვია და იმდენად გამოუძინებლად გამოიყურები, კარგს რას მეტყოდი! როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა! მაისური მაინც გაგეუთოვებინა, დაკუჭული ტანსაცმლით რომ გამომეცხადე!

სასწორი

სასწორი: შეუძლებელია!
პარტნიორი: მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობს.
სასწორი: შეუძლებელია!
პარტნიორი: უნდა დავშორდეთ.
სასწორი: იცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, დავშორებულიყავით თუ არა?
პარტნიორი: მერე რას აპირებ?
სასწორი: არა, ვერ გამიგე. ჯერ ვერ მოვიფიქრე, დავშორდეთ თუ არა, ამიტომ ჯერ ვერ დამშორდები!
მორიელი

მორიელი პარტნიორისკენ შეტრიალდა და საკმაოდ მშვიდი და ღიმილიანი სახით უთხრა: ჯანდაბამდე გზა გქონია.
პარტნიორი: რა გაცინებს ასეთ დროს? მე ხომ დაშორებაზე გელაპარაკები?
მორიელი: უცებ წარმოვიდგინე, როგორი უბედური იქნები ჩემს გარეშე და გავმხიარულდი… მოიცა, რა გატირებს, ჯანდაბაში არც ისე ცუდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი წინ და უკან დადის. ისმენს ლანძღვას და თან უმისამართოდ სიარულს განაგრძობს.
პარტნიორი: არ შეგიძლია, ნორმალური ადამიანივით გაჩერდე და ისე მომისმინო?
მშვილდოსანი: რით ვერ დაასრულე? ტუალეტში მინდა და გელოდები, როდის დაასრულებ!
პარტნიორი: გშორდები!
მშვილდოსანი: სულ ესაა? შემთხვევით ხომ არ იცი, არის აქ სადმე საპირპარეშო?

თხის რქა

თხის რქამ პირველივე სიტყვაზე შეაჩერა პარტნიორი და საუბარი თავად განაგრძო: ამ ბოლო დროს არ მომწონხარ. საოცრად დათრგუნული დადიხარ. ასე თუ გააგრძელებ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.
პარტნიორი: მეც სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გშორდები!
თხის რქა: ე.ი. ჩემს სიტყვებსაც არ იღებ და შენსას განაგრძობ?! კარგი, მაშინ როგორც გითხარი, ისე იქნება. ვშორდებით!

მერწყული

გაოგნებულმა მერწყულმა იყვირა: რას ამბობ?
პარტნიორი: უნდა დავშორდეთ!
მერწყული: ერთი კვირის წინ მაინც გაგეფრთხილებინე! გულნატკენი შეყვარებულების კლუბში როგორ გავწევრიანდე, როცა ფული უკვე დავხარჯე.
პარტნიორი: ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი.
მერწყული: ღმერთო, რა არაადამიანურად მომექეცი! სად ვიშოვო წინასწარი შესატანი?!

თევზები

თევზები მრავლისმთქმელი მზერით: ვშორდებით?
პარტნიორი: საიდან მიხვდი, რომ ამაზე ვფიქრობდი?
თევზები: ყველაფერი ისე კარგად იყო… შეუძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად ყოფილიყო…
პარტნიორი: მაგრამ მე უკვე გადავიფიქრე დაშორება…
თევზები: მე უკვე შევეგუე, რომ დავშორდებოდით. როგორ შეიძლება ასეთი მერყეობა?


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline megooo
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.