Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მაგრამ ... ქართველობას რა ვუყო. გელა დაიაური

ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო, ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!.. ტრადიცებიდან გავირიყო. არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება, გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო, თმა გადავიშალო კულულებად, ცხვირზე საყურე გავიკეთო. ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~ სულ არ გავიხსენო ვარძია, როკზე და რემიქსზე გადვირიო, ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ ... კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო, ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა, სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო, გერები მივიღო საკუთრად. კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია! ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო, დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია, მაგრამ ... ქართველობას რა ვუყო. გელა დაიაური

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.