Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

გაიღიმე, სხვა ძალა აქვს რადგან სიცილს.

გაიღიმე, მერე რა რომ გული გეწვის, დამიჯერე უძლური ხარ ღმერთის ხატო, ჯერ წინა გაქვს გზები ვიწრო, უფრო ბეწვის, არასოდეს ჰკითხო უფალს_ნეტავ რატომ. გაუღიმე ცხოვრებას და გახსენ წარბი, გამოსტყუე ერთი ნაღდი სიხარული, მერე რა, თუ ისე არვის შეუყვარდი, შეგძლებოდა ფრენა, არა სიარაული. ერთი დილა, ერთი ღამე ერთი მზერა, სამოსივით მოირგე და გაიხარე, გვერდზე აგცდა ხედავ შენი ბედისწერა, მუდამ ასე დაღვრემილი გდევდა მთვარე. გაიღიმე, მოასწარი, კაცთა გულებს, შეეხე და კიდევ ერთხელ მოეფერე, რა მოხდა თუ არ გჩუქნიან თაიგულებს, არ დაღონდე, ადექი და ლექსი წერე. გაიღიმე, გაღიმება კურნავს რადგან, დღეს ოცნებას ფერი დაჰკრავს ფოთოლცვენის, გაიღიმე შემოდგომაც უკვე დადგა, თუმცა ალბათ გაზაფხული უფრო გშვენის. თვალს ახელ და ეს ცხოვრება გასულია, დილა თუ გაგითენდება არც ვინ იცის, დღევანდელი ხვალე უკვე წარსულია, გაიღიმე, სხვა ძალა აქვს რადგან სიცილს. /ნანა მეფარიშვილი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.