Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xex blog

ხეებს

როგორ არავის ებრალებით გაზაფხულისთვის, როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ, რადგან ადვილია შიშველი ცრემლის დანახვა და მოფერება. გაზაფხულზე კი აღტაცებით ტაშს უკრავენ, რისთვისაც გუშინ ღრმა სამძიმარს გეუბნებოდნენ. ვეღარ გამჩნევენ არანაკლებ მძიმე ტკივილებს, მხოლოდ სხვაგვარად – ფოთლებად და ყვავილებად ამოკვნესებულს. ვერ მიმხვდარან, ჯალათივით რომ დაგდგომიათ მწვალებელი აპრილი თავზე და ფესვებიდან გივლით კანკალი ყოველი კვირტის ამოტეხვისას. როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის... არ იციან, რომ შემოდგომის ბანგი გერჩიათ, შემოდგომის დიდი სიმშვიდე. თორემ ფხიზლებს უფრო მეტად დაგეზარებათ, რამდენი ყვავი ცას შეახეთქებს ძველისძველ ბოღმას, რამდენი ქარი აიშლის ნერვებს თქვენი შტოების თავში სახლელად. ...სიცოცხლე ჰქვია, მაგრამ მაინც ტვირთია ჟამი – გამწვანებიდან – ფოთოლცვენამდე. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ... რატომ ჰგონიათ, რომ მიქცევა უფრო ძნელია, ვიდრე სიცოცხლეატანილი სხეულის გაძლება, ვიდრე დაბადება, ვიდრე ყვავილობა, ვიდრე სიყვარული. ელა გოჩიაშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

kessaria (37)
ჩემი საყვარელი პოეტი,ელა!
#1, 19.10.2014 - 20:20
:)
19.10.2014 - 20:21
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.