Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Teeush blog

/გიული ჩქარეული/

სიყვარული რა არისო,ბებო,

მკითხა ჩემმა შვილიშვილმა გუშინ,

სიყვარული ფრინველია უცხო,

მოფრინდება,დაიბუდებს გულში...

სიყვარული,რებუსია შვილო,

მის ამოხსნას დღემდე ცდილობს ყველა,

ზოგს სახეზე აუმღერებს მზის სხივს,

ზოგის გრძნობას ცრემლები ჰყავს მცველად...

არც დრო იცის,არც ადგილი შვილო,

ყოველ ნაბიჯს გადაგიქცევს ფიქრად,

ხან მზიან დღეს მოგაჩვენებს ღამედ,

ხან კი ბნელეთს გაგითენებს ცისკრად...

ასაკსაც არ ეპუება შვილო,

ჭარმაგს ძარღვში აუდუღებს მაჭარს,

არ გეგონოს შეეხები ხელით,

უჩინმაჩინს ამსგავსებენ,არ ჩანს...

მაგრამ...შვილო,თვალში ცრემლი გიჩანს,

ვხედავ გულიც სხვანაირად გიცემს,

მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრა,

წრფელი გრძნობა გამძლეა და მტკიცე...

აღარ ვიცი რა გირჩიო შვილო,

სიყვარულის უცოდნელმა ქალმა,

ფრთხილად იყავ,გაზაფხულის კვირტი,

არ მოაზრონ ზამთარმა და ქარმა...



Tags:
!!!

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.