Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

სიყვარული

მე შენ გაჩუქებ მთელ გალაქტიკას,
გულში ჩაგაქსოვ ელვარე ვარდებს,
მზეს სხივს მოვტაცებ,შენ ჩაგაბარებ
ვიცი,უთუოდ მას შეიფარებ...
იმედს დაკარგავ?შენთან გავჩნდები
ქარს გამოვყვები შენთვის იმედად,
სიცივეს იგრძნობ?შენ არ იდარდო
მზის სხივები ხომ არ დაილევა.
წყალი მოგწყურდა?აი დალიე.
ღვინო მოგინდა?აჰა,ბატონო
არ მენანება არც ერთი წამი,
შენი სურვილი რომ ავასრულო.
არ გეღიმება?მე გაგაღიმებ
შენთვის დავხატავ ცაზე შვიდ ფერსაც,
ოღონდ მომიხმე,გულით მინატრე
და შენი ნატვრა,მსწრაფლ მოვალ შენთან.
გაზაფხულს,წვიმას თან გამოვყვები,
მერცხლის გალობით გეტყვი ჩემს სათქმელს,
ზაფხულში მზესთან ერთად ამოვალ,
გულს გაგითბობ და გაგიქრობ ნაღველს.
შემოდგომაზე,დაცვენილ ფოთლებს
ქარი მოგიტანს,იქ მეც ვიქნები,
ზამთარში ქათქათა თოვლი რომ დადებს,
იმ თოვლის ფიფქად ზედ დაგადნები.
და საბოლოოდ მე მინდა გითხრა,
ღვთის მოვლენილი სასწაული ვარ,
მთელი სამყაროს გულებს განვაგებ,
მე ხომ მჩქეფარე სიყვარული ვარ...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.