Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები..

როცა მოვკვდები, იტირებენ, ვიცი, ჩემები.
როცა მოვკვდები ყველას უცხოდ მოგეჩვენებით,
ხელს ვერ შემახებთ, სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით.
მერე ამოხვალ ამომიტან ლამაზ ყვავილებს
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ,
თუ მომიგონებ მხიარული, ლაღი ფიქრებით
ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები
და როცა ასწევ ღვინით სავსე თიხის ფიალას
გულჩათხორბილი დაგუბებულ სევდას გზას მისცემ.
ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ჩემს შესანდობარს,
სხვის დასანახად ნუ იტირებ, ჩემს თავს გაფიცებ.
ყაყაჩო დარგე, ეს ნიშანი გაზაფხულისა,
რადგან ფერს მისცემს მაგ საფლავის უფერულ ლოდებს,
ვარდები დარგე მოციმციმე თეთრი ფურცლითა,
რადგან ბულბული ვარდის ტოტზე მოთქვამს და გოდებს.
არ დაგავიწყდეს ია, ნაზი იასამანი,
ორქიდეები, ასტრები და ქრიზანთემები,
სხვას ნუ ენდობი, ყვავილები ვიცი რომ გიყვარს
მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები.
როცა მოვკვდები, არ დაღვარო ბევრი ცრემლები,
გაიფიქრე რომ შენი ცრემლი ცოცხალს არ მახსოვს,
არ მომაკარო შენი თბილი, სათნო ხელები,
შენს გულს რომ ვიგრძნობ ჩემთან ახლოს, ისიც გამათბობს.
მნახე და უცებ გატრიალდი აღარ მიტირო,
ვიცი დარდით და მწუხადებით სხვას ვერ წაბაძავ,
თუ სიცოცხლეში მონატრებამ მომიღო ბოლო
მკვდარს მაინც შენი სიახლოვით ნუღარ დამტანჯავ…


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.