Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში .

არ დაკარგო უბრალოება და არასდროს გაუვა ვადა შენს ადამიანობას. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში და არა სხეულზე. ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა გარეგანი ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს ჭეშმარიად და არა ფარისევლურად. ნუთუ ძნელია სიტყვებს მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ რასაც გულისხმობენ. ნუთუ ძნელია უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ. თუ ცუდნი ვართ არ დავმალოთ და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ გამოსწორებისკენ. ნუთუ … არა, ეს არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ არ გვინდა შეცვლა ჩვენივე თავის., რადგან ასე უფრო მარტივია, ვიყოთ მექანუკურად ცუდები ანდაც ცოტათი კარგები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.