Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
che-le blog

ღამეო

შენ იყავ ღამეო ჩემთან და
ის თუნდაც სხვის ბაგეს კოცნიდეს,
ღამეო, სიცოცხლე შემჯავრდა,
ღამეო, უთხარი მომცილდეს!

ეგ მთვარე სახე-გაბადრული,
მის თვალებს მახსენებს ტიალებს,
ღამეო, შემჯავრდა ზაფხული,
ყველგან მისი სუნთქვა ტრიალებს.

ამ კაკლებს მისი თმის სუნი აქვთ,
მოჰგვანან წარსულის დარაჯებს,
ღამეო, სიკვდილი მწყურია,
და კიდევ... ხვალ გეტყვი დანარჩენს.

მე ვიცი რად ვფასობ, რად ვღირვარ,
არც მეტს და არც ნაკლებს ვიბრალებ,
არც ისე ერთგული კაცი ვარ,
ლექსებში თავს როგორც ვიწყალებ.

ღამეო, ჩემ სწორფერ იქნები?
შენც ჩემებრ კუშტი და მკაცრი ხარ,
ღამეო, სანამ გამიქრები,
გეტყვი, რომ - შიგ გულჩი მაჩნიხარ!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline che-le (16)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.