Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nukita blog

რჩევა მამაკაცებს, თუ როგორ შეაყვარონ ქალს თავი

თუ ქალმა შეგშალა გრძნობების ტალღებით
თუ გიჭირს უთხრა, რომ სამყაროს დათმობდი
თუ ქალის კლანჭებში ჩიტივით გაები
იბრძოლე მისთვის და სამყაროს დაშორდი

ნუ ეტყვი, რომ გიყვარს ყველაზე ძლიერად
უბრალოდ მიდი და ყვავილი აჩუქე
ქალს მოსწონს კაცი, რომ სახლამდე მიჰყვება
თუმც ცდილობს მის მზერას ხელიდან დაუსხლტეს

ეცადე გაყვე და მარტო არ ატარო
უთხარი ამინდზე, ღამე რა მშვიდია
ეცადე ღიმილით ხშირად რომ გაათბო
ქალი ხომ ნაზი და ძალიან ფრთხილია

აჩვენე, რომ მასში სამყარო დატიე
რომ შენთვის მის გარდა არავინ არსებობს
აჩვენე, მის გამო რა მსხვერპლი გაწიე
გულში, რომ ხანძარი უეცრად აგენთო

გაბედე, უთხრა, რომ უზომოდ გიყვარს და
პასუხს ნუ დაუცდი, ვარდები აჩუქე
ნუ დაცლი მის გამო ღვინისგან ჭიქას და
უბრალოდ იცოდე, ვარდი მას გაუგებს

აჩუქე სამყარო, უთხარი, რომ გიყვარს
ხშირად და ...
ხშირად, რომ დარწმუნდეს ამაში
ქალი ხომ სუსტია, როგორიც ნიავი
და თანაც ცეცხლია, კაცებთან თამაშში

მიეცი რაც გაქვს და რაც გინდა, რომ გქონდეს
აჩვენე, მის გამო რაზე ხარ წამსვლელი
მერე კი კითხე თუ, რას ფიქრობს, რა უნდა
პასუხს თუ მზერაში ვერ ხედავ, ვერ წვდები

თუ გეტყვის შემეშვი, ვარდები აჩუქე
თუ ვარდებს აიღებს ჩათვალე შენია
თუ მაინც უარობს, სიყვარულს არ ამხელს
აჩვენე, რომ დღესვე გარიყავ შენიდან

იყავი თავხედი, არ შეხვდე, არ ნახო
აჩვენე სხვებში რომ დაიწყე ცეცება
თვალეის, რომლებმაც ის მაინც არ დათმო
ქალში კი უეცრად გრძნობა აენთება

არ მიჰყვე სახლამდე, თავი მოარიდე
თუ გკითხავს, უთხარი, რომ ის აღარ გიყვარს
უშენოდ სიცივეს იგრძნობს და მოგძებნის
ქალი შენ არასდროს დაგთმობს და გაგრიყავს

აჩვენე, რომ სხვაში იპოვე სიცოცხლე
ეჭვებით აუვსე გული და გონება
მოვა და ტირილით მთელს გრძნობას გიბოძებს
მოვა და აკოცე...უთუოდ მოთბება

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

TETRIGAME (24)
Yvela qals aqvs ori tviseba, reagireben echvianobaze da konplimetnebze..
#3, 13.12.2014 - 23:51
khvicha12345 (104)
tu ki uyvarxar da ar gxvdebaaa?
#2, 18.11.2014 - 21:47
gamvleli (38)
sakmaod axloa es yovelive realobastan,magram arseboben dzalian rtuli qalebi,ase rom?
#1, 04.11.2014 - 19:28
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.