Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

19სიტუაცია, რომელშიც ადრე თუ გვიან ყველა მშობელი აღმოჩნდება

ეს ეტაპი უმტკივნეულოდ ვერანაირად ვერ ჩაივლის, მაგრამ შესაძლებელია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შედეგები. მაგალითად, წინასწარ შევიღებოთ თმა ქერად, რომ ადრეულად გაჩენილი ჭაღარა არც ისე შესამჩნევი გახდეს, როცა...
1. როცა აღმოაჩენთ, რომ წლინახევრის ბავშვს შეუძლია აცოცდეს კარადაზე, თქვენ კი – ეს არ შეგიძლიათ.

2.
როცა შუაღამისას მოულოდნელად იღება კარი, თქვენ კი ვერ ასწრებთ გადაიფაროთ საბანი, ამ დროს კი ბავშვის გაოცებული ხმა გეკითხებათ: "შენ რა – დედას სცემდი?"

3.
როცა თქვენ მიირთმევთ ბავშვის დატოვებულ ფაფას, თქვენი დაქალი კი კოვზს მიშტერებული გიყვირით: "მოიცადე, არ შეჭამო!"

4.
როცა თქვენი პირმშო ირჩევს კონტერპორარი-არტს და კედელზე ხატავს იმით, რაც ღამის ქოთანში იპოვა.

5.
როცა სიბნელეში თვალს თვალში უყრით თოჯინას, რომელიც საძინებლის კარის უკან დგას.

6.
როცა ეძებთ ბავშვს და ვერ ახერხებთ მის პოვნას. ვერანაირად. ვერსად. ბედნიერი სიცილი კი მხოლოდ მაშინ გესმით, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა ინფარქტის დიაგნოზს გისვამთ.

7.
როცა შუაღამისას ბავშვის საწოლიდან ისმის "კუ-კუ" და სიბნელეში ორი ანთებული სრულიად გამოფხიზლებული თვალი გიყურებთ.

8.
როცა აღმოაჩენთ, რომ სადღესასწაულო ნამცხვრის თეფში თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი იყო.

9.
როცა ვუნდერკინდი შესანიშნავად კითხულობს 4 წლის ასაკში. წარწერა ღობეზე. ბებიას.

10.
როცა ცარიელ ჯამთან სხედან მშიერი კატა და ბედნიერი ბავშვი.

11.
როცა პარკში სეირნობისას პონიზე მჯდარი ბიძია გთავაზობთ, რომ სულ რაღაც 50 დოლარად გაასეირნოთ ბავშვი, ხოლო პატარას ამ დროს უკვე ცალი ფეხი ადგმული აქვს პონიზე.

12.
როცა ხვდებით, რომ სახლში შემაშფოთებული სიჩუმეა.

13.
როცა აღმოაჩენთ, რომ თქვენი დაბადების დღე რესტორანში ზუსტად 2-ჯერ იაფი ჯდება, ვიდრე თქვენი 7 წლის შვილის დაბადების დღე, რომელზეც მხოლოდ "ახლო მეგობრები" არიან დაპატიჟებულები. 30 ყველაზე ახლო მეგობარი.

14.
როცა მშობელთა კრებაზე მასწავლებელი ორაზროვან პაუზას აკეთებს იქამდე, სანამ წარმოთქვამდეს: "ახლა კი, რაც შეეხება ლუკას".

15.
როცა აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი სოციალურ ქსელში დებს სტატუსს, რომელიც ძალიან შორს არის გალაკტიონის ლექსისგან.

16.
როცა თქვენს შვილს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ურეკავენ, რომლებიც იმხელა ხმაზე ტირიან ყურმილში, რომ თქვენ ეს გესმით.

17.
როცა პირველად მიგაქვთ მისთვის დილიდან ალკა-ზელცერი.

18.
როცა მას მოაქვს დილიდან თქვენთვის ალკა-ზელცერი.

19.
როცა გასათხოვრად თქვენ ემზადებით, ამ დროს კი თქვენი ქალიშვილის ჯიბიდან ორსულობის ტესტი ვარდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.