Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mixa999 blog
ჭირსაც წაუღია დარდი და ვარამი,
ფიქრები წარსულზე,
შიშები მომავლის....
დღეს რომ ვარ ცოცხალი პატარა რამეა?
სიკვდილის შიშით ხომ
სიცოცხლის დრო გადის,
ქარსაც წაუღია წყენა და ტკივილი
აუშვით ზეცისკენ
ფერადი ფრანები.
გადადეთ ჯიბრი და შური
და ეჭვები,
დრო გადის ფეხდაფეხ ჩვენც მივექანებით.
ჯანდაბას სულ ყველა ავი და მაცდური,
დრო ისეც ცოტა გვაქვს
პულსივით დათვლილი,
წვიმებს გაატანეთ
ნატანჯი გრძნობა და
სიცოცხლე იცხოვრეთ
ლაღი და ნამდვილი.
ჭირსაც წაუღია
დარდი და
ვარამი....

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline mixa999 (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.