Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
magdamagdalena blog

პოეზიის 5 წუთი

სიყვარული არ იციან და სიყვარულზე წერენ..სიყვარული არ იციან და
განიცდიან..სიყვარული არ იციან და თვალებს ცრემლით ისველებენ..სიყვარული არ
იციან და სიყვარულზე აღფრთოვანებით საუბრობენ...სიყვარული არ იციან და
სიყვარულის მზეს ფიცულობენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულისთვის თავს
იკლავენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულის გამო იცვლებიან.. სიყვარული არ
იციან და სიტყვა ,,მიყვარხარ"-ს ხმარობენ.. აბა რატომ წერენ, განიცდიან,
ტირიან, საუბრობენ, ფიცულობენ, კვდებიან, იცვლებიან იმ გრძნობაზე რომლის
მნიშვნელობაც არ იციან? უნდათ გამოცადონ ეს უმაღლესი გრძნობა, უნდათ
დაემსგავსონ სიყვარულით გულგაჟღენთილ ადამიანს.. მათ გაგონილი აქვთ ამ
გრძნობის სიმპტომები და ამ სიმპტომებს ჩემულობენ.. სიყვარულის შეგრძნებას,
გათავისებას, შექმნას ნიჭი სჭირდება, რომლის ნიჭიც ბევრს არ გააჩნია..
სიყვარული შენდაუნებურად გცვლის, გამაღლებს, გტკენს, გახარებს, ფრთებს
გასხავს, განავარდებს ცაში თავისუფლად, მაგრამ მთავარია განიცადო, მთავარია
ეს დიდი ნიჭი გქონდეს... სიყვარულს ლამაზი საქციელი სჭირდება და არა
ლამაზი სიტყვები.. ბოროტი ორატორიც საკუთარი ლამაზი სიტყვებით ხიბლავს
ადამიანთა ბრბოს, ლამაზი სიტყვებით უხატავს ცხოვრებას ლამაზ ფერებში,
მაგრამ საქციელი ბოროტის აქვს...
არ ვიცით სიყვარულის არსი და მნიშვნელობა,
სხვა შემთხვევაში ამდენ დროს არ დავკარგავდით ლამაზი სიტყვების წერაზე,
ვიზრუნებდით ლამაზი საქციელის კეთებაზე, ჩვენ ხომ ამის დრო არც ისე ბევრი
გვაქვს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.