Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
makunabakuna blog

ეს ცხოვრებაა, თუ ნიღბების კარნავალია?!

ამ ცხოვრებაში გულწრფელობა თურმე ნაკლია. სულაც არ ვარგა თურმე გრძნობის სააშკაროდ გამომჟღავნება. გტკივა? - ნუ იტყვი! უხერხულია, ტკივილები სხვასაც აჩვენო. რაღაც გახარებს? - მოთოკე თავი! სასაცილოა წვრილმანებზე აცუნდრუკება. სევდიანი ხარ? - დამალე ჩქარა! ვის უხდება დარდი, ნაღველი?! გეწყინა რამე? - ნუ შეიმჩნევ! რა საჭიროა ხალხთან უშნო პირდაპირობა?! არ მოგწონს? მაინც გაუღიმე! ვითომ მოგწონს... რა გენაღვლება?! გიყვარს? - არ უთხრა! არ გაბრიყვდე! გამარჯვებულად ჩათვლის თავს და მწარედ განანებს. ეჭვი შეგიჩნდა? - დამარხე იქვე! თუ გამოხატავ, დამცირდები... თვითონ წააგებ. ბედნიერი ხარ? - ჩუმად იყავი! რა გაყვირებს?! შეშურდებათ... მტრებსაც გაიჩენ. ნიღაბი! ისევ ნიღაბი და მხოლოდ ნიღაბი!!! ნიღაბი გვინდა ყველა გრძნობის შესანიღბავად. უნიღბოდ თურმე შიშვლები ვართ, გვიჩანს გრძნობები. ეს ცხოვრებაა, თუ ნიღბების კარნავალია?! მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ვისაც ბედად ბუნებრივი გვერგო ნიღაბი?!!!!!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.