Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
magdamagdalena blog

პოეზიის 5 წუთი

” რა ამბავია? _ ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
_ ადამიანი კვდება! _ უპასუხა მზემ.
_ ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
_ ექიმებმა უკვე მიატოვეს.

_ თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
_ შენ ნუ მიატოვებ. _ უთხრა ზღვამ.
_ როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! _ გაუკვირდა მზეს.
_ ნუ მიატოვებ _ გაუმეორა ზღვამ.
_ მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
_ შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! _ სთხოვა ზღვამ მზეს “

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.