Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
PARADOX blog

CES ISE CHEMTVIS...

მჯერა რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს.

მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება.

ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ.

ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება და მისი ტელეფონის ზარი ყოველთვის გეხმარება გაიადვილო ყოველდღიური, მძიმე სამუშაო და გაიღიმო. მასთან ყოფნისას არ არის საჭირო მუდმივად ისაუბრო, მაგრამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი სიჩუმე მისი სიახლოვის დამსახურებაა. საგნები, რომლებიც არ გაინტერესებდა შენთვის მეტად ახლო და მიმზიდველი ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისთვისაა საინტერესო.

რასაც არ უნდა აკეთებდე მუდამ მასზე ფიქრობ. უბრალო საგნებიც კი მას გახსენებს – ლურჯი ცა, სასიამოვნო ნიავი და თუნდაც ცაზე პირქუშად მოფენილი ღრუბლები. შენ გულის კარებს აღებ და აღმოაჩენ, რომ იყო ასეთი საუკეთესო გზაა იგრძნო ნამდვილი სიამოვნება, რომელიც ისეთი რეალურია, რომ გაშინებს კიდეც. აღმოაჩენ ნამდვილ მეგობარს შენს გვერდით და სულს, რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. სიცოცხლე სრულიად განხვავებული გეჩვენება – გასაოცარი და ღირებული და შენი ერთადერთი იმედი ხდება ის, რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია..


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

Tasu (31)
darwmunebuli var im adamianebs romlebsac endobi, endobi imdenad ramdenadac tvli sajirod... :) me ki sxva ndobaze gesaubrebi... :)
#5, 17.08.2015 - 21:59
Tasu (31)
"...მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება."
#4, 17.08.2015 - 20:32
Tasu (31)
:) zustad ndobit modis :))
#3, 17.08.2015 - 20:30
arsebobs adamoianebi romlebasc vendobi magram isini verasdros wavlen megobrobis iqet...ase rom ..sxva ramea sawiro aramarto ndoba :)
17.08.2015 - 21:00
Tasu (31)
yvelaferi individualuria... :) tu shedzleb endo sxvas, isev ganicdi am yvelafers...
#2, 17.08.2015 - 15:38
ndobit rom siyvaruli modiodes...
17.08.2015 - 19:08
Tasu (31)
"ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა..." - es shegrdzneba momenatra :)
#1, 16.08.2015 - 14:47
კარგია თუ მაგის გაგება შეგიძლია... იმედია ეს ყველაფერი ცხოვრებაში ერთხერ არ მოდის მხოლოდ ....
17.08.2015 - 10:12
 

User
offline
offline PARADOX (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.