Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marine blog

ემიგრანტის მძიმე ხვედრი

"ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან უამრავი ქალი მიდის უცხოეთში სამუშაოდ. ვერ წარმოიდგენთ, იქ როგორი გაჭირვების ფასად ახერხებენ ლუკმაპურის შოვნას, რამდენი გაჭირვების გადატანა უწევთ, რომ საქართველოში დარჩენილ ოჯახს ფული გამოუგზავნონ და არაფერი მოაკლონ. მეც ბევრი წელი ვიშრომე საბერძნეთში. არაადამიანური შრომით ქმარ–შვილს უამრავი რამ გავუკეთე. ორივე შვილს სახლები ვუყიდე, მანქანებსა და სხვა რაღაცეებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ქმარს უჩემობა რომ არ ეგრძნო, ბავშვივით ვანებივრებდი. მისთვის ცალკე ვაგზავნიდი ამანათს. რომ იტყვიან, მთელ ოჯახს ხელისგულზე ვატარებდი. საბერძნეთში კრიზისი რომ დაიწყო, იქიდან წამოსვლაზე დავიწყე ფიქრი. ვამბობდი, უკვე საკმარისად ვიშრომე, საქართველოში ისე ავაწყვე ყველაფერი, აღარაფერი გამიჭირდება–მეთქი. წამოვედი მონატრებულ სამშობლოში, მონატრებულ ოჯახთან. ყველა სიხარულით დამხვდა, მეც ეიფორიაში ვიყავი, ვეხვეოდი ჩემებს, ვეფერებოდი. როგორც კი ეს წლების განმავლობაში ნაგროვები ემოცია ჩაცხრა, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. მივხვდი, რომ ქმრის გული მე აღარ მეკუთვნოდა და სხვაზე ფიქრობდა. სიმართლის თქმა რომ მოვთხოვე, ძალიან უბრალოდ მიპასუხა, ამდენი წელი აქ არ იყავი და უქალოდ როგორ გავძლებდიო. შვილებიც გაუცხოებულები დამხვდნენ. ჩემმა ვაჟმა ბებია ასეთი სიტყვებით ადღეგრძელა, როცა დედამ დაგვტოვა, დედობა შენ გაგვიწიე, მე და ჩემი და შენ გაგვზარდეო. შევუსწორე, კი არ დაგტოვეთ, იძულებული ვიყავი, წავსულიყავი–მეთქი. მიპასუხა, ერთი და იგივეაო. ჩემი გოგონა გათხოვილია და მასთან რამეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, უცხოსავით მიყურებს. სულ თავის პრობლემებზე მესაუბრება, მეუბნება, რა უნდა და რა – არა, ის კი არ აინტერესებს, მე რამე მაწუხებს თუ არა. არავის ვეუბნები, მაგრამ ისევ უკან მინდა დაბრუნება. ჩემს აქ ყოფნას რა აზრი აქვს? ოჯახი ფაქტობრივად დანგრეული დამხვდა. მალე ალბათ აქაურობას დავტოვებ და არც კი ვიცი, ჩამოსვლის გადაწყვეტილებას ისევ მივიღებ თუ არა. მაგრამ იმ წლებზეც ვდარდობ, ვითომ ჩემი ოჯახის შენებას რომ შევალიე. თურმე ქვიშაზე მიშენებია სასახლე. ჩემს ცხოვრებას საძირკველი გამოეცალა და ჩამოიშალა. არც კი ვიცი, რამის აშენებას ისევ მოვახერხებ თუ არა, მაგრამ აქ გაჩერებას მაინც ვეღარ შევძლებ. "

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

#1, 21.11.2014 - 01:55
 

User
offline marine (44)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.