Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

შენ კაცი ხარ და გამიკვალე გზები სავალი.

შენ კაცი ხარ და გამიკვალე გზები სავალი, მე ქალი ვარ და გამოვყვები იმ გზას შენამდე, გამყე მეგზურად, გამიფანტე დარდი მრავალი, მოგდევ,მოგყვები,ტკივილიდან- გადარჩენამდე. უფერულ დღეებს თუკი სული მსხვერპლად შევწირე, ​ იქნებ სხვა ფერით დამიხატო მკაცრი სამყარო, გულში აიგე სამლოცველოდ ტაძარი მცირე, რომ სული ჩემი,ნაავდრალი, შემოვაფარო. შენ კაცი ხარ და ხელი უნდა გამომიწოდო, თუ ნაზამთრალი,გადაღლილი სადმე დავეცი, თუ თვალებს ცრემლი მოაწყდება, არ შემიცოდო, თუკი ცრემლებით უმწეობა ჩემი გავეცი. ცუდად მოვირგე თურმე როლი ძლიერი ქალის, უნიჭო მზერას ვერც ნიღაბი ვეღარ მიფარავს, შენსკენ მოვდივარ, ამედევნა მეგზურად ქარიც, ვიცი,სუსხიან დღეებისგან შენ დამიფარავ. ვიდრე სამყაროს სისასტიკე ბოლომდე შემშლის, სიცხით გათანგულს შენი ჩრდილი გადამაფარე, ან გამარიდე ამ მასკარადს, უგულოს,შეშლილს, ან შენს მხრებს ჩუმი აჩრდილივით ამომაფარე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

lile (26)
შენ კაცი ხარ და გამიკვალე გზები სავალი, მე ქალი ვარ და გამოვყვები იმ გზას შენამდე
#1, 15.11.2014 - 23:27
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.