Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Tvoiblablabla blog

მივდივარ..


მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ--უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ , სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო, ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ, უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

mishogege (24)
განა რა უნდა თქვას ადამიანმა იმაზე მეტი რაც ამ ლექსში შეიძლება ამოიკითხო
#1, 15.09.2016 - 13:59
 

User
offline
offline Tvoiblablabla (24)
საქართველო, საქართველო, ფოთი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.