Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xameleon blog
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
ჩემთან ტყუილად თამაში სიტყვის,
გრძნობებზე ისე ამომიყვავდი,
რომ აფეთქვება მეგონე კვირტის....

ვიფიქრე მხოლოდ მე მიხდებოდი...
შემყარე დარდი ამაო დღეთა,
მე გაპატიე, რომ არ მხვდებოდი,
როცა ბავშვივით მოვჰქროდი შენთან.
შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ,
მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი,
შეციებული დამტოვე ქარში,
მე გაპატიე ის ყველაფერი....

არც ის იფიქრო, რომ გმართებს ვალი,
რა მოხდა მერე, ფუჭად ვათიე,
ისევ უფალმა მარგუნა ძალი,
მითხრა თუ გიყვარს, შენ აპატიე....
თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი,
სული და გული ამოვიხეთქე,
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე....

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ,
მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი,
შეციებული დამტოვე ქარში,
მე გაპატიე ის ყველაფერი....
#2, 14.12.2014 - 21:05
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე....
15.12.2014 - 21:30
marushk (35)
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე
#1, 04.12.2014 - 09:53
თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი,
სული და გული ამოვიხეთქე...
04.12.2014 - 13:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.