Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
TSYN blog

"გლამურული ნაშა"

„გლამურული ნაშა“ – პერსონა (განურჩევლად სქესისა), რომელსაც აქვს პრეტენზია „მაღალი წრის“ წარმომადგენლობაზე და დახვეწილობაზე, თუმცა ეს არც ისე ეფექტურად/ხარისხიანად გამოსდის და ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

აღშფოთებულია, რა პონტში არ მისცეს დიკაპრიოს ოსკარი, არა და მისი მონაწილეობით არცერთი ფილმი არ უნახავს, „ტიტანიკის“ გარდა;

მდედრობითი სქესის გლამურულ ნაშას ჰყავს ბოიფრენდი და მასთან აქვს სექსი, ბოიფრენდს ცალკე ჰყავს შეყვარებული, რომელიც ცოლად უნდა და გლამურული ნაშა მისთვის მხოლოდ „პასტაიანკაა“;

მუდმივად, საჯაროდ წუწუნებს, რომ გასუქდა და ამით ხალხს უბიძგებს – ხშირად შეახსენონ, როგორი „ტანწერწეტაა“;

ხშირად პოსტავს ფეისბუქზე „აუუ რა ცუდად ვარ“ და ისტერიულად „რატომ-ებს“ პასუხობს, რომ ვერ ეტყვის…

გლამურული ნაშა „მადას გვიღვიძებს“ ფოტოებით, სადაც მადიანად მიირთმევს ჩუპა-ჩუპსს, ან Haribo-ს ჟელიბონს დაბერილი ტუჩებით და ამაყობს, რომ უზომოდ სექსუალურია…

მარშუტკით და ავტობუსით მგზავრობა სიგოიმედ მიაჩნია და უკანასკნელი თეთრებით 3 ლარიან ტაქსს იძახებს;

Facebook-დან გშლის დრამატული ტექსტებით: ჩვენი მეგობრობა მაინც არ გამოვა/ საერთოდ არ მწერ და რა აზრი აქვს ჩვენს „ფრენდობას“/ ა.შ. და ცალმხრივი სიყვარულით აცახცახებული, ამაოდ ელის, რომ მუხლებზე დაეცემით და დაბრუნებას შეევედრებით, ბოლოს გბლოკავს და ნაცნობ-მეგობრებშ უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავს;

ყაზბეგში მაყვალა დეიდას სახლში რჩება, მაგრამ რუმსში ჩექინდება, სადაც ყავის ან წყლის დასალევად შეირბინა;

გლამურული ნაშა უკიდეგანოდ მორწმუნეა და თან მარხვაზეა, შესაბამისად გეახლებათ სამარხვო ტორტს, კოტლეტს, შოკოლადს, კარაქს, ყველს, ხოლო სექსზე და სიგარეტზე მამაოს კურთხევა აქვს…

ჯამში ერთი თვე აქვს გატარებული სადმე „უცხოეთში“ და მაინც, ინგლისურად აზროვნებს და ყოველ მესამე სიტყვას – სლენგს იყენებს, ქართულად აღარ ახსოვს როგორაა და რა ჰქნას?

ერთი თვე აქვს: ნაცხოვრები (ქირით) ვაკეში/ვერაზე/ა.შ. ნასწავლი იესემში, ან გავლითაა ნამყოფი ლონდონში/პარიზში/ა.შ. და ყოველ მესამე წინადადებას შემდეგი ფრაზით იწყებს: ჩვენთან იესემში, ჩვენთან ვაკეში, აი ლონდონში ასეთ ხალხს ვერ შეხვდებით… ა.შ.

გლამურული ნაშა (Female) მანქანას უკან ქუსლის ნიშანს აკრავს და ამით ხაზს უსვამს: „მე ვარ ქალი საჭესთან, შესაბამისად მე ვარ იდიოტკა, მერიდეთ“

ქალბატონ გლამურულ ნაშას აცვია „სეტკა კოლგოტები“ და „წიგროვი“ სამოსი, პარალელურად, დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტენდენციების პიკზეა

იყენებს სიტყვა „ყ…ს“ და მსგავს ტერმინოლოგიას ყველა წინადადებაში, სრულიად უადგილოდ და ჰგონია, რომ ამით ყველაზე, ყველაზე თანამედროვე და თავისუფალია!

დასცინის ქალიშვილებს, არა და თვითონაც ქალიშვილია, ან ცოტა ხნის წინ დაკარგა და დღემდე ნანობს;

აკრიკიტებს მეზობელი, თანამშრომელი, ნათესავი გოგონების ქმრებს და ბოიფრენდებს, არა და რეალურად – მათზე ბევრად „უარეს“ ბიჭებსაც სიამოვნებით აუკვნესდებოდა მკლავებში, შესაბამისად კრიტიკით მხოლოდ თავს ინუგეშებს…

იკეთებს პოლიპების ოპერაციას, რაკი ვერ სუნთქავს და იხრჩობა, მერე უცებ აპრეხილი და ნესტოებაჭრილი ცხვირით გვეცხადება, მაინც „გახსნილი“ ჰქონდა და ბარემ პლასტიკაც მიაყოლა (არა და სუნთქვა ახლა უფრო უჭირს)

ატარებს მზის სათვალეს ოთახში, შენობაში, ღრუბლიან ამინდში, ხოლო უნომრო – გამჭვირვალეს – საქმიან შეხვედრებზე და ამით ვირტუალურ აიქიუს იმაღლებს…

საშინლად ეგოიმება „პროფილი“ და მისი ყველა სტუმარი… და მაინც – ხუთშაბათს კვირიდან კვირამდე მოუთმელად ელის;

მისი ფეისბუქ სტატუსები სავსეა მუქარებით, რომ „ყველაფერს ხედავს და სახეს აახევს მავანებს“, „მისი დროც მოვა“, „შურიანები და ბოღმები ფეხებზე ჰკიდია“, მერე ლაივში შეხვდება და კუდს უქიცინებს, აბა ამდენი გამბედაობა ვინ მისცა – ვინმეს რამე პირში უთხრას…

სიამაყით ყვება, ცირკთან, პეკინზე და ა.შ. რამდენმა „სიმპატიურმა ტიპმა“ გაუჩერა მანქანა და ამით თავს „მაგარ ნაშად“ გრძნობს;

გლამურული ნაშა აგროვებს „სელფებს“ ბარების/კაფეების/რესტორნების ტუალეტებში, საზეიმოდ ჩაცმული, ხოლო ფონად უნიტაზი მოჩანს…

არ იკერება მარტივად და „გაწვალებს“, მაგრამ ზედ სახეზე აწერია, რომ დღეს არა და ხვალ მოგცემს;

გოგონა გლამურული ნაშასთვის, ყველა ბიჭი, ვინც სექსზე უარი უთხრა: გეია, იმპოტენტია, ვაჟიშვილია, ქალების ეშინია, ან რამე სხვა პრობლემა აქვს…

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline TSYN (24)
დიდი ბრიტანეთი, England - South East, Camberley



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.