Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nakash5 blog
მზის სხივებით დასველებული უდაბნო გინახავს?
ვარდისფრად დანამული ზღვა...
ან, ცაზე მთვარის ფანტელი...?
შავ – თეთრი კადრი, რომელიც მხოლოდ სევდის ფერია
და შუქ – ჩრდილებს თვალის გუგებში გიხატავს.

არც სეტყვით დაბზარული უდაბნო გინახავს?..
სიცხით გათანგული, გახუნებული სიყვითლეებით...
იქნებ არც გრძნობა გიხატავს
თხემით ტერფამდე უმართავს რომ გაგხდის
და ტანში გაგაჟრჟოლებს...

მითხარი, იისფერი უდაბნოც არ გინახავს?..
ტალღად დაგორგლილი, ქარვის ქვიშებით...
ანდა წვიმა, მიწის რელიეფს რომ გათხაპნის
და მორცხვად წამწამებში დაგასველებს...

ამას წინათ მიჩურჩულე გახსოვს, ვინა ხარ?..
შემდეგ, მიყვარხარ...ძლიერ მიყვარხარ...
ისიც მითხარი - ჩემი დრტვინვა ხარ...
სულს რომ მითბილავ, სწორედ ისა ხარ...

მერე მზეს თითებით ეთამაშე და შეგრცხვა...
ზღვა ცრემლებით დანამე და გაქრი...
სიოს სული შეუბერე, მიწა კი ტერფებით გატკეპნე...

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გკითხავ,
მზის სხივებით დასველებული უდაბნო გინახავს?

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

მზის სხივებით დასველებული უდაბნო .... მ ი ნ ა ხ ა ვ ს ჰო :)
#1, 11.12.2017 - 22:44
 

User
offline
offline nakash5 (31)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.