Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მე ძველმოდური ვარ.

- მე ძველმოდური ვარ ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი, როცა ჩამოვდივარ ავტობუსიდან, მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ. - მე ძველმოდური ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს ვინ იხდის დღეს? - მე ძველმოდური ვარ. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე - მკითხოს მოვიხვიე თუარა თბილი შარფი ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა. - მე ძველმოდური ვარ. თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც. - მე ძველმოდური ვარ. მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე. - მე ძველმოდური ვარ. მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი, რომ მე ვიყო ნაზი, სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი. - მე ძველმოდური ვარ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი. - მე ძველმოდური ვარ. მე არ დავწვბი დასაძინებლად თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს სანამ ის კიბებეს ამოივლის. - მე ძველმოდური ვარ. მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო. - მე ძველმოდური ვარ. მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი, და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.