Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
anushki1970 blog

იგავი ორ მეგობარზე

"ერთხელ ორი მეგობარი ციხიდან გაიქცა. მათ, სამშვიდობოზე გასასვლელად ძალიან დიდი უდაბნო უნდა გადაელახათ. გადიოდა დღეები, მეგობრები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ, მაგრამ უდაბნო არ თავდებოდა. ერთხელ მეგობრებმა წაიკამათეს და ერთმა მეორეს მწარე სილა გააწნა. მისმა მეგობარმა მწარე ტკივილი განიცადა, მაგრამ არაფერი არ თქვა. უბრალოდ, ის ადგა და ქვიშაზე დაწერა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა". ამის შემდეგ კი მეგობრებმა ხმაამოუღებლად განაგრძეს გზა და რამდენიმე დღის შემდეგ უმშვენიერეს ოაზისს მიადგნენ. როდესაც წყურვილი მოიკლეს, ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც მეორისაგან სილა მიიღო, ცურვა არ სცოდნია და კინაღამ დაიხრჩო. დიდი წვალების შემდეგ, მისმა მეგობარმა გადაარჩინა ის და ნაპირზე გამოიყვანა. როდესაც ის გონს მოვიდა, აიღო სიპი ქვა და მასზე შემდეგი სიტყვები ამოტვიფრა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიკვდილს გადამარჩინა". ამის დანახვაზე მეგობარმა ჰკითხა: - როდესაც მე შენ გაწყენინე, შენ ეს ქვიშაზე დაწერე, ხოლო ახლა კი ქვაზე წერ. ძალიან გთხოვ მითხარი რატომ? რაზეც მეგობარმა მიუგო: - როდესაც ვინმე გვაწყენინებს, ჩვენ ეს ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რათა ქარმა შეძლოს მისი წაშლა. მაგრამ, როდესაც ვინმე სიკეთეს გაგვიკეთებს, ჩვენ ეს აუცილებლად ქვაზე უნდა ამოვტვიფროთ, რათა ვერანაერმა ძალამ ვერ შეძლოს მისი წაშლა. ისწავლე წყენის ქვიშაზე დაწერა, ხოლო სიკეთის სამუდამოდ ქვაზე ამოტვიფრვა. დაიტოვე დრო ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის! შეაღე კარი ისეთ ცხოვრებაში, სადაც უაზრო წყენა, ბოღმა და აგრესია ფეხს ვერ იკიდებს. დაე შენს გულს მოეფინოს სიხარული, სიყვარული და სიმშვიდე!


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

Wow!
#1, 19.12.2014 - 21:00
 

User
offline
offline anushki1970 (47)
საქართველო, იმერეთი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.