Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

თითქოს ყინული...ერთი ხელის..დადებით გაქრა.

დაღლილ თვალებზე დამაფარა
ხელი ვიღაცამ,
თითქოს ყინული...ერთი ხელის...
დადებით გაქრა,
როგორც ზღაპარში...უსახელო
განცდით ავივსე;-
“მარტო არა ხარ!”-თანაგრძნობით,
ჩურჩულით მითხრა!
-სანამ დაცემულს ყვავილივით
გადაგთელავდნენ,
ხელში აყვანილს, ფეხზე ისევ
მე გაყენებდი,
მოვდიოდი და...გიმშრალებდი
ცრემლიან თვალებს,
თავზე გადებდი ხელს და ისევ...
უცბად თბებოდი!
-მარტო არასდროს არ ყოფილხარ!
სულ თან დაგდევდი,
-კარგავდი თავს და მოძებნაში
გეხმარებოდი...
-იმ სატანასაც...რომ გიწყობდა
გზაზე გამოცდას,
შენი გამოცდის უფლებასაც,
კვლავ მე ვაძლევდი!
მე შეგიყვანე იმ ტყე-ღრეში...
რომ დაიკარგე,
ლაბირინთიდან გასასვლელს რომ...
ფორთხვით ეძებდი,
შენ კი გეგონა, რომ სიკვდილი
მოგდევდა გვერდით,
მე კი გიცდიდი...სანამ
თავად დამინახავდი!
ურჩი ბავშვივით გპატიობდი
ყველა შეცდომას,
ვიცოდი შენს თავს სხვანაირად
ვერ იპოვნიდი,
ბრბომ რამდენჯერაც ქვა აიღო
რომ ჩაექოლე,
ეს მე ვიყავი, ზემოდან
რომ გეფარებოდი!
როცა მეძახი...მოვდივარ და...
მკერდზე გიხუტებ,
ეს მე გასწავლე, ჭუპრიდან რომ
კვლავ დაიბადო,
მიღება არა!- გაცემაა
ბედნიერება...
ერთი აგური...იმ დიდ სახლთან
რომ მიიტანო!
P.S.
დაღლილ თვალებზე დამაფარა...
ხელი ვიღაცამ,
თითქოს ყინული...ერთი ხელის
დადებით გაქრა!
2013 წელი. 6 მარტი

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

iliakukava (64)
ნანა მეფარიშვილი?!
#1, 20.12.2014 - 19:58
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.