Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Hellhole blog

11 ფოტოსურათი, რომელთა საიდუმლოც დღემდე ვერ ამოხსნეს

კაცობრიობა უკვე რამდენიმე ათწლეულია, თავს იმტვრევს ამ 11 სურათზე. მათზე აღბეჭდილია მოვლენები, რომლებსაც კეთილგონიერი ადამიანი ვერ გაიგებს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ფოტოები არ არის გაყალბებული. ალბათ არ დაიჯერებ, რომ ისინი ფოტოშოპით არ არის გაკეთებული.


1. 1981 წლიდან ისევ და ისევ ჩნდება უეცარი და უცნაური ნათება ნორვეგიის ჩრდილოეთით, რომელიც ძალიან სწრაფად ქრება. მეცნიერები ვერ ხსნიან, რა ნათებაა ეს. ეგრეთ წოდებული ‘ჰესადალენის ნათება’ ჩნდება რამდენიმე წამით ან წუთით. გაქრობის შემდეგ, ხანდახან, ის ტოვებს კვალს თოვლზე. ძალიან ლამაზი სანახაობაა!




2. ეს სურათი მთვარის ზედაპირზეა გადაღებული კოსმოსური მისია ‘აპონონის 17’ დროს, 1972 წელს. თავიდან გეგონება, რომ აქ არც არაფერია სანახავი, უბრალოდ, უხარისხო ფოტოა, რომელიც გამჟღავნების დროს ზედმეტად გააჩერეს ხსნარში. მაგრამ თუ ცოტათ დააკვირდები… არ ჰგავს პირამიდას?

748f91896644.jpg





3. ძალიან გაურკვეველი გამოსახულბაა, მაგრამ მასში იმალება დიდი გამოცანა. ეს სურათი გადაღებულია ჩარლი ჩაპლინის ფილმ ‘ცირკის’ პრემიერის დროს. თუ კარგად დაუკვირდები ქალს სასმენი აპარატით, არ გაგონებს მობილურ ტელეფონს? ნუთუ დროში მოგზაურობა მართლა შესაძლებელია?!

dcdbf5b820c7.jpg





4. ეს “რაღაც” დედამიწის ახლომახლო მოძრაობს უკვე 12 000 წელია და მეცნიერებმა 1960 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს მისი წარმომავლობა და არსი.

64dafae2b3d4.jpg





5. ეს ფოტო გადაღებულია სამხედრო გემ ‘დედალზე’, 1919 წელს: სერ გოდარდის ცნობილი ესკადრონი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. თუ უკანა ფონს კარგად დააკვირდები, დაინახავ სახეს. ეს არის ფრედი ჯეკსონი. და აი, რაშია საქმე: ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფრედი უბედური შემთხვევს გამო გარდაიცვალა. ფოტო, რომელსაც ახლა აკვირდები, მისი დაკრძალვის დღესაა გადაღებული. არ გჯერა მოჩვენებების? მათ კი, როგორც ჩანს, სჯერათ ჩვენი!

95d56571fdf3.jpg





6. 1964 წელს, სეირნობის დროს, მამამ თავის პატარა გოგონას სურათი გადაუღო. საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ახლომახლო არავინ იყო, მაგრამ შედეგი სახეზეა: უკანა ფონზე ჩანს კოსმონავტის კოსტუმში გამოწყობილი უცნობი. გასაოცარია!

f70c1f59b463.jpg





7. ეს ფოტო გადაიღო გემ ‘უოთერთაუნის’ კაპიტანმა 1924 წელს, ჰემბანიდან. რაღაც გამოსახულებებს ხედავ, არა? ცნობილია, რომ ამ გემის ეკიპაჟის ორი წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ ‘უოთერთაუნის’ სამუდამო ტყვეები დიდი ხნის მანძილზე უსიტყვოდ დაჰყვებოდნენ გემს, მანამ, სანამ, ალბათ არ აასრულეს თავიანთი მოვალეობა. შემდეგ ისინი უბრალოდ გაუჩინარდნენ.

28994add5e24.jpg





8. კუპერების ოჯახი 1950 წელს ახალ სახლშ გადავიდა და ეს სურათი მაშინ გადაიღო. მაშინ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას აღმოაჩენდნენ მისი გამჟღავნების შემდეგ.

f25cf721dea1.jpg





9. ეს არის მე–15 საუკუნის ნახატი. მის ფონზე კი – რაღაც გაურკვეველი ობიექტია. როგორ ფიქრობ, რა არის? გადიდებულ გამოსახულებას თუ შეხედავ, კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩები!

8acfc0196146.jpg





10. 1965 წელს ამ ფოტოს გამოჩენამ ძალიან ააღელვა ხალხი. კუნძულ კუკის მახლობლად, უეცრად, ეს არსება გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ კადრი ცუდი ხარისხისაა და ცხოველიც მალე მიიმალა. სწორადაც მოიქცა – შეშინებული ადამიანები ძალიან სასტიკები არიან.

8b1e04158611.jpg





11. ‘დროში მოგზაური ჰიპსტერი’ – ასე ჰქვია ამ ფოტოს. რატომ? ვერ შენიშნე ხალხში უცნაურად ჩაცმული მამაკაცი? მისი ტანისამოსი ძალიან განსხვავდება 1941 წლის მოდუტი ტენდენციისაგან. შეიძლება, ეს უცნობი ‘დოქტორ ვინ’–ის ერთ–ერთი რეინკარნაციაა?

5343c39cbce9.jpg

ალბათ, ყველა ზემოთჩამოთვლილი ფენომენის ახსნა არსებობს, მაგრამ, რატომღაც, თავში არაფერი მოდის. შენ მოგაფიქრდა რამე? გაუზიარე პოსტი მეგობრებს – ყველას აზრი საინტერესოა, ეგებ მათ მიაგნონ მიზეზებს!

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

andromeda (52)
დიახ, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები არსებობს და ფაქტია :)
#1, 17.11.2017 - 22:13
 

User
online
online Hellhole
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.