გადავიკარგები სულ სხვა სამყაროში
created: Saturday, 03. January 2015 Time 21:22.
changed: Thursday, 29. January 2015 Time 01:04.
გადავიკარგები სულ სხვა სამყაროში,
დროის დერეფნები ჩემთვის გაუღიათ,
მჭედელს მივაკითხავ,ტრფობის საამქროში
ბავშვური ჩემი გული, ორად გაუყვიათ.
გადავიკარგები მთებში სულ სხვა მხარეს,
თეთნულდის ნისლებს საბნად დავიფარებ,
და თუ მომინატრებთ ვერ ხედავთ ჩემსა სახეს,
ან უფრო მოვიწყენ,ან მეტად გავიხარებ.
გადავიკარგები მხოლოდ მე მის გულში,
სადაც ოჯახი და მეტი ხალისია,
მომწონს ყოველივე რაც შენია და...
ცუდი ვინც მიცუდებს მისთვის დამითმია.
Tags:
|
positive votes: 7 | negative votes: 0
|
average rating: 16 | viewings: 64
|
Write comment: