Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

გაწვდილი ხელები.

გაწვდილი ხელები, ცოტათი დაღლილი, ამღვრეულ თვალებში ჩათქმული სურვილი, იმედი სულგრძელი, არც ისე ადვილი... ვნებების ბოლომდე მიშვების წყურვილი. და თმენაც დაღლილი, უმწეო ლოდინი, გრძნობები, ბავშვობის ნათელი ზღაპარი, არც ისე თბილი და აშლილი ლოგინი, და ხვალე, შეხვედრის წუთებით გამთბარი. გაწვდილი ხელები, აჭრილი აზრები, გამშრალი სიტყვები და სველი ტუჩები, უპეზე მიყრილი სულ უცხო ხაზები, ნაწვიმარ ლექსებად მორთული ქუჩები. ოცნება ფაქიზად თითებზე დათვლილი, სიმშვიდით შეშლილი გიჟმაჟი ქარები, შეხვედრის იმედი, წამებიც გათვლილი, კეფაზე თვალებით ნაკოცნი ხალები. თვალები მღვრიე და ღიმილი ნათელი, ასაკი წაშლილი, ბავშვური ფერები, ნაწვალებ თითებში ჩამწვარი სანთელი, ნაცნობი სივრცისკენ გაწვლდილი ხელები. ნანა მეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.