Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eelleennee blog
ადამიანმა იარა იარა და როცა ცხრა მთა გადაიარა, უკან მოიხედა და მთელი ცხოვრება, ტანჯვად დაინახა, ლხენად კი არა, თმაში ჭაღარა გამორეულმა, სასო დაკარგა, რწმენა კი არა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კარგად იარა თუ ცუდად იარა, აღმართზე აიარა, დაღმართზე ჩაიარა და ყველა უფსკრულის კიდეზე გაიარა. სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, დედისთვის, ძმისთვის, დისთვის, შვილისთვის, განსაცდელიდან - განსაცდელამდე ყველა სიძნელე გამოიარა, თან ისე რთულად, ისეთი გრძნობით და ისე მძაფრად გამოიარა, რომ ბოლოს სიმწრით დაღარულ მკერდში, ქვის ლოდი დახვდა, გული კი არა... მერე სინანულს დაუმეგობრდა, არცერთი ცოდვა არ იუარა, ყველა სიტყვას და ყველა ნაბიჯი, უფალს და სანთელს გაუზიარა, დაცარიელდა, გადაიღალა, თვალებზე ლიბრი ჩამოეფარა, მთვლემარე სხეულს ისე უჩუმრად და უხმაუროდ გამოეპარა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სიკვდილის შიშსაც არ აზიარა... გაორდა გრძნობა ცისა და მიწის, ყოფნა არყოფნის გამო კი არა, მადლობელია მაინც ყველაფრის, ამის თქმა სურდა, სხვა რამ კი არა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.