Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

სიმართლეს ვერასდროს, ვერავინ დამალავს, სიმართლეს.

ამ ღამეს უშენო ფიქრებით მოვირთავ,
ამ ღამეს,
პირამდე აივსო
დარდის და ტკივილის ფიალა,...
დამღალეს ნატვრებმა,
ამაო ფიქრებმაც დამღალეს,
ცას ვხედავ, ცა მოსჩანს,
სინათლის მფრქვეველი მზე არა.

წალეკავს დროება,
უამრავ სიყვარულს წალეკავს,
რამდენი თვალია,
იმდენი ცრემლია დაღვრილი,
სიყვითლე დაფერავს
დღიურის მოცისფრო გარეკანს,
დავრჩები ოცნებით,
დავრჩები, საშინლად დაღლილი.

წამია უშენო,
წამების მსგავსი და სადარი,
იმედთნ მიველ და
სამყარო მაშინვე დაბნელდა,
არადა სხვა ღამე დამპირდი,
სხვა მზე და სხვა დარი,
გუშინაც დავლანდე ის ქალი,
ღიმილს რომ გაბნებდა.

ვიღაცის ოცნება,
ერთხელ ხომ ნამდვილად ინათებს,
ვიღაცა რომ ტირის,
ვიღაცის ბრალია ამაში,
სიმართლეს ვერასდროს,
ვერავინ დამალავს, სიმართლეს,
არაფრით ამოვხევ,
ამ ფურცელს უბრალოდ გადავშლი.

/ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.