Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lile blog

ღამეს ვერაფერს გამოაპარებ

ღამე ფანტასტიური დროა…მან ყველაზე ყველაფერი იცის….იცის სიმართლე…ვის ვინ უყვარს…ვინ ვის სძულს…. ვინ მოკვდება მალე…ვინ ვისთან წევს… და ვინ ვისთან უბრალოდ წევს…
ღამეს ვერაფერს გამოაპარებ….ღამემ იცის რაზე ფიქრობ….რა გტკივა…რა გიხარია…
დღისით შეგიძლია რამდენიც გინდა იცინო,მაგრამ ღამე….ღამე მაინც გეტირება….
ღამე ძალიან ბევრ რამეს გვპატიობს….მას სძულს სიყალბე...
ზუსტად ღამეა ის,რაც გვჩუქნის სიმარტოვის შეგრძნებას,თუნდაც სახლში სადაც სხვა ადამიანებიც ცხოვრობდნენ…
ზუსტად ღამეა ის, რაც მარტოობას გაგრძნობინებს,თუნდაც შენს ლოგინში ვინმე იწვეს….
ღამე….სასწაულია….ზღაპრების და ლეგენდების დროა….შავი კატაა ,რომელიც შესანიშნავად ხედავს სიბნელეში ვინ ვინ არის და რად ღირს…
ღამე ხიდია ,რომელიც აუცილებლად მთავრდება ხვალ და იწყება ახალი დღე…დღე,რომელიც გვიხარია,რადგან მისი მოტყუება შეგვიძლია….დღე,რომელიც ახალ ღამეს მოიტანს….ღამეს,რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline lile (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.