Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tskipo blog

როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან

როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან

მარტო არ მიდის.
თან იმდენი რამე მიაქვს რაც შენია
ნახევარიც კი არ რჩები.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან –
შენც მიდიხარ.
იმ ადგილსაც კი არ ტოვებთ, სადაც იდექით
ინაწილებთ, ისიც თან მიგაქვთ...
აქ სხვები ვეღარ დადგებიან.
ვინაიდან ეს ადგილი
არ იყო სახლი
არც ქუჩა
და მითუმეტეს არ იყო სადმე...
ეს ადგილი ის საერთო სუნი იყო, რომელიც გქონდათ
საცხოვრებლად ერთმანეთში რომ გადახვედით
და ცალ-ცალკე არსებობაც შეწყვიტეთ ბოლოს. ..
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან,
უნდა ჩაალაგო ჩემოდანში სიყვარული, ტკივილი და მარტოობა
და საცხოვრებლად საკუთარ თავს დაუბრუნდე.
იმ ძველ კედლებს, რომლებსაც ვერ ცნობ,
რომელიც შენი კი არ არის, არამედ სხვისი
ვისაც ოდესღაც იცნობდი და გადაგავიწყდა..
ჩნდება შეგრძნება, რომ სტუმრად ხარ და ეს საწოლიც
ეს ნაწერებიც, ფოტოებიც შენი კი არა
იმისია, ვინც ოდესღაც მიატოვე და გაიზარდე,
ახლა კი ცდილობ დაუბრუნდე,
დაპატარავდე
და წარსულში გადასახლდე,
სადაც ეცემა იმ შესაძლო მომავლის ჩრდილი, რომელსაც ვეღარ შეეფარები.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან,
თან იმდენი რამე მიაქვს,
შენ თავსაც კი არ გიტოვებს.. არამედ უცხოს.
და აღარ იცი რა სიტყვები უნდა უთხრა,
ანდა ერთად როგორ იცხოვროთ...
როცა ადამიანს.. როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან,
უნდა გაუყო, საგზალივით გაატანო – ყველაფერი
ნახევარი გულის ჩათვლით.
და თან გახსოვდეს
რომ გასაყოფი, ნახევარის ნახევარი გულიღა გაქვს დარჩენილი
თუკი გზაზე ვინმე შემოგხვდა.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან
წარსული ზრდას იწყებს
ის პატარა ბავშვივით დარბის შენ წინ და თანდათან ტანს ისე იყრის
მთელ აწმყოს იკავებს.
არასოდეს დამთავრდება რაც უკვე იყო
ადრე თუ გვიან, ის მთავრდება, რაც არ ყოფილა –
ჯერ, და უნდა მომხდარიყო.
ის რაც იყო გრძელდება და მეორდება
ყოველ ნაბიჯზე.
თან სახეს იცვლის
წარსულს ასეთი თვისება აქვს –
იყოს მომავალზე ამოუხსნელი
და ამბავი ყოველ ჯერზე სხვანაირად გიამბოს და
არც მოგატყუოს
არც ამბავიც ჰგავდეს წინა ჯერზე მოყოლილს.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან
შენ ვერ დარჩები –
წახვალ შენი გზით..
ამავე დროს გაყვები მასაც..
და ასეთმა ნახევარმა უნდა იცხოვრო.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან
როცა ადმიანს უშვებ ცხოვრებიდან
და გგონია რომ მარტო მიდის.

დათო ყანჩაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

saNur (26)
ioriki
#1, 20.04.2015 - 18:24
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.