Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pacu666 blog
  • შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
  • მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
  • მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
  • სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

  • დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
  • შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
  • გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
  • და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

  • მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
  • თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
  • შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
  • მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

  • აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
  • რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
  • მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
  • მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline pacu666 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.