Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Hellhole blog

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს !

tumblr_inline_n7vx77x0me1shgyl8.jpg

როცა ვლაპარაკობთ შზღუდუდლ შესაძლებლობებზე ეს საზოგადოებისთვის ჟღერს,როგორც უუნარობა რაც ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებაა მათი მხრიდან შსზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.შეზღუდული შესაძლებლობები სულაც არ ნიშნავს უნარშეზღუდულობას .ეს არის უბრალოდ ადამიანის შეზღუდული შესაზლებლობა ცხოვრების რომელიმე სფეროში,რაც გამოწვეულია მისი ფიზიკური მდგომარეობით და რასაც მოყვება შეზღუდვები საზოგადოებრივ აქტივობაში.

შეზღუდული შესაძლებლობები მრავალნაირია , რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებაზე ,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ ეს ადამიანები არიან შეზღუდეულები ყველა სფეროში და მათ არ შეუძლიათ შრომითი საქმიანობა სხვა სფეროებში ისევე, როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.

ხშირად ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანებს აქვთ იმაზე დიდი ნიჭი ხელოვნების , მუსიკის თუ სხვა სფეროებში ვიდრე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს და მეტიც მათ თავისუფლად შეუძლიათ კონკურენციის გაწევაც კი.ეს კი ცხადია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას ,რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს უუნარობას/

შემაშფოთებელია სახოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი.მათი დამოკიდებულება გამოიხატება თავის არიდებით, იზოლაციით, გარიყვით ან უარს შემთხვევაში დაცინვითაც კი რაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და შემზარავია.ხშირად ადამიანები გამოხატავენ სიბრალულს და დაცვის სურვილს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების მიმართ თუმცა არა იმით, რომ გააღონ კარი მათთვის თავიანთ საზოგადოებაში არამედ თვლიან ,რომ ისინი ვერ შეძლებენ მათთან ურთიერთობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც უკეთესია თავისნაირების საზოგადოებაში ყოფნა სადაც მათი აზრით ისინი უკეთესად შეძლებენ აზრთა გაცვლას თუ ერთმანეთთან ურთიერთობას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან,რაც გულისხმობს იმას ,რომ მათ აქვთ ყველა ის უფლება რაც ჩვეულებრივ ადამიანებს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 13  |  negative votes: 1

Write comment:

dima88 (28)
(Y)
#2, 14.09.2017 - 15:01
ekuna87 (30)
უფლება გაქვს, მაგრამ ამ უფლების გამოყენება ძალიან რთუღია, როცა გვერდით არ გყავს ადამიანი შენი მეორე ნახევარი
#1, 02.09.2017 - 01:37
 

User
offline
offline Hellhole
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.