Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

როგორ მომტაცა, შენი თავი თეთრმა ფიფქებმა...

როგორ მომტაცა, შენი თავი თეთრმა ფიფქებმა...
ო, რა საზიზღრად ჩამოთოვა, ჩემში ზამთარმა...
და იმქვეყნიურ სავანეზე, დარდმა ფიქრებმა...
სულ დამიმონეს, დაიმკვიდრა ჩემში ავდარმა...
ნურავინ მეტყვის, დრო, ყველაფერს გააქარწყლებსო...
ნუღარ მიმტკიცებთ, რომ ეს არის სიცოცხლის არსი...
ნუღარ მაბრუებთ, ყველაფერი გაყვება წლებსო...
მჯერა უშენოდ, ყოფნა მხოლოდ, ფარსია ფარსი...
გონებამ თითქოს, ბევრი რამის ატანა იცის...
თუმცა, გულს ვეღარ ვიმორჩილებ, ვერა და ვერა...
და ვრჩები მარტო, პირდაპირი, აღარ მწამს ფიცის...
მხოლოდ მე შენი უკვდავების, უთუოდ მჯერა...
და იმქვეყნიურ სავანეზე, დარდმა ფიქრებმა...
სულ დამიმონეს, დაიმკვიდრა ჩემში ავდარმა...
როგორ მომტაცა, შენი თავი თეთრმა ფიფქებმა...
ო, რა საზიზღრად ჩამოთოვა, ჩემში ზამთარმა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

irm (26)
momwons es bichi....ragac aris amashi....is ragac...?d
#1, 02.03.2015 - 20:49
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.