Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

თვალებს ცრემლები დაუფანტავთ, შენზე ფიქრებში...

თვალებს ცრემლები დაუფანტავთ, შენზე ფიქრებში...
სადღაც სიშორეს დამალულა, წარსულის ლანდი...
ვიტანჯებოდი, მოდიოდი ჩემთან სიზმრებში...
კვლავ ბრუნდებოდი, გეძებდი და აღარსად სჩანდი...
ასე გავიდა, გაზაფხულის ყოველი წამი...
ბნელეთის დემონს არევია, ქვეყნის ფერები...
თითქოს ჩემს სხეულს, დაეუფლა, სატანის შხამი...
შენ ვიცი მოხვალ, გულს გამითბობ, მომეფერები...
სადღაც სიშორეს დამალულა, წარსულის ლანდი...
თვალებს ცრემლები შეშრობიათ, დამრჩა იარა...
როგორ გეძებდი, გეძახდი და აღარსად სჩანდი...
შენ სიყვარული შემაძული, დარდი კი არა...
დამიბრუნდები, ვიცი ერთხელაც, ვინ იცის როდის...
შენ ჩემი მზე ხარ, დღის დაისზე, ცად რომ ამოდის...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.