Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე

მე ის ვარ შენ რომ გაცვია,

შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე,
ბაგიდან ღიმილს მაცლიან,
მერე კი დავიწუწუნე.

შენ ის ხარ მე რომ დაგარქვი,
ზღვა მონატრების ნაპირი,
მე ის ვარ შენ რომ წამართვი,
წელმოწყვეტილი აპრილი.11072065_403945049779745_8420796354691632745_n.jpg?oh=7d253c4a0bec4956b36fdb486c79e518&oe=558142E7&__gda__=1434484846_3a0cdf09d778039016770f1ea3fe6f97

ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი,
მთვარეს ვირგებდი მანტიად,
მე ის ვარ შენ რომ გივლიდი,
ღამე ლურჯად რომ ათია.

შენ ის ხარ, ის ხარ, ისა ხარ,
გზაში ხურდად რომ დამყარე,
მხოლოდ იმიტომ მიყვარხარ,
ჩემთან სიძულვილს ვამყარებ.

ის ვარ, ვინც არსად არ არის,
და აღარავინ ვირწმუნე,
შენ დაეძებდი არავის,
და ცოტაც დაიწუწუნე.

/მამა პეტრე/


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.