Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

ნდობა...

იჯდა,ტიროდა ნდობა...
მას აღარ ჰქონდა ფასი,
იქცა ტყუილის მსხვერპლად
დაეცა ხალხის თვალში...
გვერდით სიცრუე ეჯდა
თვითკმაყოფილი სახით,
პირზე ღიმილი ეკრა,
ფლიდი,პირფერი ნაკვთით...
ამ ყველაფერმა შექმნა
ერთი თვისება ავი,
მას უნდობლობა ერქვა
ბევრი დათრგუნა განცდით...
იჯდა,ტიროდა ნდობა...
მას აღარ ჰქონდა ფასი,
გვერდით სიცრუე ეჯდა
თვით კმაყოფილი სახით...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.