Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

გასცე ის, რაც გაქვს – იგავი სიკეთეზე

მაღაზიის გამყიდველი დახლის უკან იდგა და დაბნეულად იყურებოდა ქუჩაში, როდესაც პატარა გოგონა ვიტრინას მიადგა. როცა გოგონამ დაინახა, რასაც ეძებდა, აღფრთოვანებისგან თვალები გაუბრწყინდა, მაღაზიაში შევიდა და ფირუზის მძივი მოითხოვა. - ჩემი დისთვის მინდა. შეგიძლიათ, ლამაზად შემიფუთოთ? – იკითხა მან. გამყიდველმა გოგონას ეჭვით შეხედა: - ფული რამდენი გაქვს? გოგონამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გადმოაბრუნა და დახლზე ხურდა დაყარა. თან იმედიანად იკითხა: - საკმარისია? იქ მხოლოდ რამდენიმე მცირე მონეტა იყო. გოგონამ ამაყად გააგრძელა: - იცით, მე მინდა გავუკეთო საჩუქარი დას. მას შემდეგ, რაც დედაჩვენი გარდაიცვალა, უფროსი და ზრუნავს ჩვენზე, საკუთარი თავისთვის კი დრო არ რჩება. დღეს დაბადების დღე აქვს და დარწმუნებული ვარ, გაეხარდება ასეთი მძივი. ძალიან მოუხდება მის თვალის ფერს. მამაკაცმა პატარა ყუთი მოიტანა, შიგ ფირუზის მძივი ჩადო, შეფუთა და ბაფთა დაამაგრა. - აიღე და ფრთხილად წაიღე! – უთხრა გოგონას. გოგონა შინისკენ გაიქცა. სამუშაო დღე სრულდებოდა, როცა იმავე მაღაზიის ზღურბლი ახალგაზრდა ქალმა გადაკვეთა. მან ნაცნობი ყუთი დახლზე დადო, შესაფუთ ქაღალდთან და ბაფთასთან ერთად. - ეს მძივი აქ იყიდეს? რა ღირდა? - ნებისმიერი ნაკეთობის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში კონფიდენციალურად თანხმდება ჩემსა და კლიენტს შორის, – უპასუხა მაღაზიის მეპატრონემ. - კი მაგრამ, ჩემს დას მხოლოდ რამდენიმე მონეტა ჰქონდა. მძივი კი ნამდვილი ფირუზისაა და ძალიან ძვირი უნდა ღირდეს. ეს საჩვენო არაა. მამაკაცმა ყუთი აიღო, სიფრთხილით და სითბოთი განაახლა შეფუთვა, გადასცა გოგონას და უთხრა: - მან ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა… მეტი, ვიდრე შეეძლო ნებისმიერ უფროსს: გასცა ყველაფერი, რაც ჰქონდა. პატარა მაღაზიაში სიჩუმემ დაისადგურა. გოგონას, რომელსაც აკანკალებულ ხელში პატარა ყუთი ეჭირა, თვალებიდან ორი ცრემლი ჩამოუგორდა…

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.