Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

აპრილი

ძლივს გავათხოვე მე ეს მარტი , ვით შინაბერა. აპრილი ნაზად მომეფრქვია , როგორც სუნამო. ამ სურნელებამ დღე და ღამე , ნეტავ , სულ მნამოს. აპრილი კვირტებს კერტებივით დახეთქ - დაბერავს. დაცხრება ვნება ამ კვირტების . მერე სულ ვნანობ. დავხვდები დილას მეწამული ფუნჯის ნაფერავს. გადი- გამოდი ამ ხნულებში , გულო გუთანო! ეს აპრილია , ზღაპარია , თუ აღმაფრენა!? ჩიტებს კვირტებთან გაუმართავთ დილის საარი. ფეთქავს ნაღმები ყვავილებად , მწვანე ფოთლებად. აპრილის მიწის ოხშივარი კი სულ სხვა არი და მე მოვფანტე ყველაფერი , ეს , საოცრებად! ეპატარავა მიწის სახლი. - ზეცად აჭრილა. მთელი სამყარო გადაიქცა ფერად აპრილად!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.