Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

გაპატიო?

გაპატიო? მე რა უნდა გაპატიო,

მე ვინა ვარ შენდობა რომ შემომბედო,
მიტევების მოლოდინით გატანჯულმა
თვალებში რომ მავედრებლად შემომხედო.

მე ვინა ვარ ჩემს წინმუხლი მოიდრიკო,
ცოდვილი ვარ იქნებ თავად შენზე მეტად,
თავად ვითხოვ პატიებას ღვთის წინაშე
და შენს განსჯას ჩემი სიტყვით ვერ გავბედავ.

გაპატიო? მე სადა მაქვს მაგის ნება,
თითო ცოდვა ყველა სულდგმულს გვაბადია,
ჩვენ ერთმანეთს რა არ უნდა ვაპატიოთ
როცა თავად ქრისტემ ჯვარცმა გვაპატია.


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

ჩვენ ერთმანეთს რა არ უნდა ვაპატიოთ
როცა თავად ქრისტემ ჯვარცმა გვაპატია...
#1, 18.04.2015 - 18:09
 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.