Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ჯიმი სანტიაგო ბაკა - საყდარი (ეძღვნება ტონის)

დანარჩენი კაცობრიობისგან ვერ
გამოვყავი ჩემი სამყარო.
სუსხიანი ქარია, 11°-ზე ქვემოთ. მთელი ღამეა,
წელამდე შიშველ ხეებს ამათრახებს,
როგორც დასავლეთ ტეხასში, კარავს - ევანგელისტის
ჩურჩული. დაჩოქილი რომ
ჩურჩულებს,
ცოდ... ცოდვ... ცოდვა...
ქადაგადებს ქარი, მთელი ღამეა.

ძველი საკუჭნაოა
ჩემი სახლის უკან,
მუშტ-შებორკილი, თითქმის ამძვრალი
თუნუქი რომ ვერ მიიჭედოს,
საჯინიბოს ლითონის კარი -
ღრიჭინში შემჩნეული რომ ცოდვას ვერ მალავს,
ვიდრე მოჭიხვინე, შავი რაშები, წვიმაში,
დამფრთხალნი გარბიან გარეთ,
დაპანიკებულნი მეხის სროლისგან.

სამხრეთისკენ, რამდენიმე კილომეტრში აქედან,
ღამის სივრცემ ახვრიპა ადამიანის სითბო -
მწვანე ციმციმა, და ბუმბულის ვერტმფრენს
უნათებს ხელსაწყო პანელებს.

დედა ჩურჩულებს,
"შშშშშ, ჩუმად, მეხიტო, სულ ცოტაც კიდე.
ჩუმად, სულ ცოტაც კიდე."

მოთამაშე მკვდრების დიუნებია იქით...
ბაჭია ჯეკი გაება პროჟექტორის სინათლეში
და დასერილ იქნა, ბასრი მახვილით,
"შშშშ, მეხიტო.
შშშშ.." ჩვილი კი ტირის
და დამაბრმავებელ მტვერში ბარბაცებს
და ქარი კვნესის სულმოთქმელად.

არ შეუპყრიათ ისინი, ქვიშის საბანი აწიეს
რათა ქვების და ფესვების მუცლებზე
ჩასძინებოდათ.

და როგორც იქნა, ხუანიტო, ჩემს კარს მოადგა,
ავადმყოფი - ქვიშის ჭამისგან -
მისი კერძები, დროებითი
თავშესაფრების კედლებისგან მზადდებოდა,
და ენრიკე, რომელიც წყალს ჭამდა
(ინდუსტრიული მილებიდან გადმოღვრილ მწვანე ქაფს),
ელ პასო/ხუარესის საზღვართან,
და, მარია, ციებ-ცხელების ოფლში ნახარში,
შავი მეტეორის სახიანი და მოჩურჩულე,
"საიდან მოვდივარ, სენიორ ბაკა,
კლდე არის საშო ქალისა,
და ბავშვები, ჩემი შობილნი,
კენჭებად მცვივა, რომ გაცამტვერდნენ
სიკვდილის ესკადრონის ჩექმებქვეშ."

და ხუანიტო,
"შუაღამისას მოვიდნენ ისინი
და ჩემი ძმები წაიყვანეს. მანამდე
არსად მენახნენ. ყოველი მსაჯულის ენა,
სისხლმდენი სიკვდილის დგუშია, და ყველა
ვექილის თითი, მათ კუბოებზე დაჭედებული ლურსმანი."

და ენრიკე,
"არავის ენდო.
ყოველი მომტირალის თვალები, ნესტიანი სარდაფებია,
სადაც ქურდებს და მკვლელებს სძინავთ."

თავშესაფარი, მათ, აქ მონახეს,
შავ მესაში.

ჩვენს სიცოცხლეებს შორის მოძრაობს მზე,
ამ ორ ხეს შორის,
ერთი ნაცრისფერია, ერთი კი მწვანე,
როცა ისინი გვერდიგვერდ დგანან.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.