Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pretty blog

გაუფერულდა ...

რა არის სიყვარული ?ან რას ნიშნავს იგი ?სიყვარული ქარივითაა,შენ არ შეგიძლია მისი დანახვა ,მაგრამ შეგიძლია შეიგრძნო ის , შეიგრძნო სხვისი დახმარებით ,თუმცა ეს გრძნობა ხშირად მტკივნეულია ,ადამიანს ანადგურებს და ღუპავს! ჩემი აზრით სადღაც ყოველთვის არის ადამიანი ,რომელიც შენზე ოცნებობს ,შენ ღიმილზე და შენს სახეზე და მაინც.. რა უცნაურია ეს ცხოვრება ? ვისაც უყვარხარ იმას არაფრად აგდებ და ის გიყვარდება ,რომელსაც შენი არსებობაც არ აინტერესევბს .
საერთოდ დღესდღეობით სიტყვა "მიყვარხარ " გაუფერულდა ,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ,რომ მხოლოდ ცოტასღა შეუძლია ნამდვილი გრძნობით ,წრფელად თქვას ,რომ უყვარს ,უყვარს მთელი გულით ,გრძნობებით , და სულით .
თუმცა სიყვარული ეს ისეთი რამეა ,რომლის ახსნაც ვერავინ ვერ შეძლო ,მასზე ყველას სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს ,მაგალითად : შექსპირი ამბობს "სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი ჭეშმარიტი სიყვარული ქცევით და სიტყვით მჟღავნდება " ლაიმბნიცი ამბობს: სიყვარული იმას ნიშნავს ,რომ სხვის ბედნიერებაში იპოვო საკუთარი ბედნიერება " მაგრამ ჩემი აზრით სიყვარული ეს ის გრძნობაა რომელსაც სიტყვები არ კმარა გამოსახატად ,გრძნობა რომელიც შენს გულში შემოიჭრება და აღარ უნდა იქიდან გასვლა .. ბოლოს და ბოლოს ადამიანი იმისთვის იბადება,რომ უყვარდეს, ისწავლოს ცხოვრებისეულ მაგალითებზე და იყოს ბედნიერი და არა იმისთვის ,რომ უბრალოდ იცოცხლოს და მხოლოდ თვითგადარჩენის უნარი ამოძრავებეს !

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline pretty (19)
პუერტორიკო, Aguadilla



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.