Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BaCHi-1 blog

ნისლში დარჩენილი გრძნობა

ნისლი ჩამოწოლილიყო...და ამ ნისლში გზის გაკვლევა მიჭირდა..
გზად ნაღობ ნისლს ვკაფავდი თითქოს მაგრამ ვერ ვუმკლავდებოდი...
გეძებდი..მაგრამ ვერსად გიპოვნე...
ნეტავ კი ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ერთი ვეებერთელა სიზმარი იყოს..
გაურკვეველი...ბუნდოვანი სიზმარი..
ნეტავ ერთხელ სასწაული მოხდეს... და ახალი წლის ღამეს ერთად შევხდეთ ზეციდან ფიფქებთა თოვას.. ეგებ და ახდეს ჩემი აუხდენელი სიზმარი...
დაგკარგე...ჩემი შეცდომით დაგკარგე...და ახლა როცა შენ უკვე ჩემთან აღარ ხარ...გნატრობ..მთელი გულით გნატრობ...იცი როგორია ჩემი მონატრება??..მიუწვდომელი..და იცი რატომ??
რადგან ჩემი სიყვარული ზეცის და დედამიწის ტოლფასია..
და ახლა ნისლში მდგარი ჩემს ოცნებებს და სიზმრებს შორის ჩარჩენილი შენს სიახლოვეს ვეძებ...ვეძებ შენს ნისლისფერ თვალებს...მაგრამ მე ახლა უძლური ვარ ჩემი ბედის წინაშე..
ბედისწერამ თავის მარწუხებში მომაქცია და ჩემს ცოდვაზე პასუხს მთხოვს თითქოს...
ცხოვრებამ სადღაც რომელიღაც ნაპირზე მომისროლა..უკაცრიელ ნაპირზე..
შველას ვითხოვ..მაგრამ არავის ესმის ჩემი...ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოსდა ქვეყნის დასალიერში ვიდგე..
შენ ზამთარი გიყვარდა..და მე ზამთარშიც გნატრობ...
შენ შემოდგომა გიყვარდა..ჭრელი ფოთლებით მოსილი შემოდგომა...
და მე შემოდგომაზეც გნატრობ..
ქალაქსაც სოფელი გერჩია...დიდი და ლამაზი სოფელი...სოფელი სადაც ვეებერთელა მთები გულში გიკრავდნენ...სოფელი სადაც განთიადს ხვდებოდი..შენ ის ის სოფელი გიყვარდა სადაც ყოველ დილას მზის ამოსვლას დარაჯობდი, თითქოსდა პირველს გინდოდა მისი სხივები გენახა...
და ახლა როცა შენ ჩემთან აღარ ხარ..მე მიყვარს სოფელი...მაგრამ აღარ მინდა განთიადს უშენოდ გული გავუღო...
ეგებ დაბრუნდე..ეგებ და ერთხელ ცხოვრებაში მოხდეს სასწაული და დაბრუნდე, რომ როგორმე შენთან ერთად შევეგებო მზეს და განთიადის ფასი კვლავაც შევიგრძნო...
სადაა ჩემი სიამაყე?? სიყვარულში გავცვალე...
ნება მომეცი დაგიჩოქო და პატიება გთხოვო..ეგებ და მაშინ მაინც შეიგრძნო ის გრძნობა რომელსაც წლებია შეფუთული სათუთად გულით ვატარებ...
მცხვენია??..არა სიყვარული სირცხვილი როდია..ეს ის გრძნობაა რომელიც ჩვენ ადამიანებს სულით გვამაღლებს..

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

Madona2507 (32)
ნეტავ ერთხელ სასწაული მოხდეს... და ახალი წლის ღამეს ერთად შევხდეთ ზეციდან ფიფქებთა თოვას..
#1, 22.05.2015 - 14:29
 

User
offline BaCHi-1 (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.