Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მე უშენობით ნატკენ გულში ისევ დაგეძებ

მე უშენობით ნატკენ გულში ისევ დაგეძებ, სულის ნატერფალს მოლოდინის ცრემლი აკვდება, შენგან სიშორით აერია ჩემს სუნთქვას გზები,ვშიშობ, წინ მხოლოდ, შემოდგომის ნისლი დამხვდება!... არაფერს არ გთხოვ, მე შევძელი შენთვის გამეგო, ამით მე მხოლოდ სულის ტანჯვა შემემატება, მე სიყვარული დაგიტოვე გულის სიღრმეში, ნუ გადააგდებ, დამიჯერე გამოგადგება!... ვიცი რომ მხრებზე მძიმედ გაწევს ცხოვრების ჯვარი, მტკივა რომ ჩემს გულს შენი გული არეკარება, სუნთქვა მეკვრება, ვერც კი ხვდები, როგორ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ნატვრა, ჩემო ხატებავ, მინდა იცოდე, სიყვარული შენ რომ გაჩუქე, სულის გაყრამდე, ამ გულიდან არსად გაქრება!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

tedoqeti (34)
მინდა იცოდე, სიყვარული შენ რომ გაჩუქე, სულის გაყრამდე, ამ გულიდან არსად გაქრება!...
#1, 28.05.2015 - 20:34
მე უშენობით ნატკენ გულში ისევ დაგეძებ
29.05.2015 - 09:43
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.