Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
MARIAAAN blog

ულამაზესი ლექსი სიყვარულზე

უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი
ქარი,რომელიც შემოდგომას სიზმრებს უფლითავს,
მე ყოველ დილით ვიღვიძებ და გეძებ ბრმასავით,

რადგანაც პირჯვარს ვიწერ მხოლოდ შენი შუბლიდან.

ოთახი ჩემი ოცნებების არის საძვალე,
ღიმილით მხოლოდ უხარისხო ნიღაბს ვიზომავ,
და ამ ოთახში რა ხანია კედლებს აწვალებს,
ჟანგბადისა და სურათების უკმარისობა.

არადა ეშმაკს აღარ ერქვა (მახსოვს) ეშმაკი
და ღმერთიც აღარ მეპყრობოდა იმ დროს ღმერთივით,
როცა მძინარეს გიყურებდი. შენით შეშლა კი
იქნება ჩემი პოეტური ყოფის წერტილი.

და ახლა ისღა მეფიქრება როგორ ვცდილობდი,
ყველა ტაეპი კრიტიკოსთა კილვას შემება,
თავს კი ვიმშვიდებ ერთადერთი ზუსტი პირობით,
რომ სიყვარულზე ცუდი ლექსი არ იწერება.

უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი
ქარი,რომელიც შემოდგომას სიზმრებს უფლითავს,
მე ყოველ დილით ვიღვიძებ და გეძებ ბრმასავით,
რადგანაც პირჯვარს ვიწერ მხოლოდ შენი შუბლიდან.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline MARIAAAN (25)
საქართველო



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.