Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
MARIAAAN blog

გრძნობებს ვერასდროს ვერ დაიკიდებ

ჯერ კიდევ ღვიძავთ ვირთხებს,
აზრს, გულს და ღამეს კიდევ,
მე არაფერი მითხრეს

ბედზე, რომელიც მიკბენს.
დაე, ეღვიძოთ ვირთხებს,
სოფელი, ლურჯი ტყენი,
დღეები ფეხებს ითრევს
გასვლისთვის, მიდის ყველა
ვინც ახლა მინდა დარჩეს,
ჩემში ეღვიძოთ ვირთხებს,
სისხლი და ხორცი, ლანჩი,
მე არაფერი მითხრეს
ბედზე.
თუ გინდა დარჩი.
თითქოს სიმძიმემ დარდის დაგაგდოს,
თითქოს არ იმჩნევ სახის მიმიკებს,
რამდენმაც უნდა დაგაღალატოს,

სულ ყველას ერთად ფეხზე იკიდებ.
შვებას განიჭებს კითხვა ცვაიგის,
ღამენათევი თვალებს იზილავ,
იანვრის იყო რაღაც თარიღი,
რომელმაც შენთან გამოიძინა.
შენ არ გეძინა, ვერ იძინებდი,
რა დაგაძინებს მძიმე ბეჭებით,
არასდროს გქონდა სხვისი იმედი,
და მოძრაობდი მუდამ ეჭვებით.
სიმძიმემ დარდის თითქმის დაგაგდოს,
თითქმის არავის არ გაქვს იმედი,
ლამპიონები ქუჩებს ღალატობს,
სიბნელის შიშით ვერ იძინებდი.
ვერ იძინებდი, რა დაგაძინებს,
მურტალი არის შიშით ქმედება,
შენ გაუღიმებ სანდო ნაძირლებს,
ფეხქვეშ რომ ძაღლის მსგავსად გედება.
გაუღიმებ და წახვალ ღიღინით,
განწყობას შენით უნდა იქმნიდე,
ზოგჯერ შიგნიდან სულ არ იღიმი,
გრძნობებს ვერასდროს ვერ დაიკიდებ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline MARIAAAN (25)
საქართველო



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.