Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tamchooo blog
დააჭედებენ-
მესაფლავეება იციან თავის საქმე.
ჩაასვენებენ - ოთხი ფიცარია,სხვა რა!
ოთხად-ოთხი, ნათესავებ გარშემორტყმული ფიცარი...
იმათაც დაგვტოვეო - ეუბნებიან.
ცრემლი? - ხო , მაგრამ ...
ტოვებენ.
.
''იქ სადღაც, გაანთლოს ღმერთმა''- ო, -წამოიწევა ჭიქა.
ერთი
ორი
სამი ...
და კიდევ
ოჰ , რამდენი ...
(ეს მხოლოდ თამადამ იცის)
. . . . .
შეღიმილდება ვიღაცის სახე -
წარსულიაო ...
შვილების გზებს დალოცავენ
და იმ დღეს, სიკვდილთან მებრძოლ სხეულს ,
ღვინიან ჭიქით მომარჯვებული, გვერდში დგომას
გამოუცხადებენ...
ჭეშმარიტად!
თამადამ იცის თავის საქმე.
. . . . . .
ბავშვი დარბის გამალებით - სიცოცხლეა !
ნუ დაღოდნით, ყველაფერი გრძელდებაო
ერთი შევსვათ ამ ბალღების თამადობით
დახე რა რიგ ამშვენებენ სუფრასაო !
-გაიხარე, დღეგრძელ იყავ წარმომთქმელო
ახლა ძარღვებს, ცხელი ლავა მოსდებია,
ჩვენს გულებში ნათურები ,ჩაბჟუტული
ამ წამს მხოლოდ,მომავლებით ნათდებიან.
. . . . . . .
შესვამენ და კიდევ ერთი, დამთვრალ სახით გაიღიმებს-
ო,რამდენი სითბო არის
და რამდენი მონატრება
ის კი ჩუმად, - დაჭედილი
ღვინის ცლასთან ერთად ქრება...
. . . . . . . . .
გვიყვარს ძლიერ - შემოსძახეთ აბა ერთი დარდიანი!
გვიყვარს ძლიერ - თვალს ნუ ისრესთ , არ ვუყვარდით ცრემლიანი !
.
-ერთიც შევსვათ
ერთიც შევსვათ
ნუ ვიშვიშებთ გევედრებით :
. . . . . . .
დაიმშვიდეთ მეგობრებო
ძარღვები და უჯრედები -
ჩვენ, ახლა აქ, გაგვიმარჯოს
''ხვალეს'' იქნებ ვეღარც ვხვდებით!
. . . . .
''თამადამ იცის თავის საქმე
- შევსვათ ''
. . . .
ის კი ფიცარდაჭედილი სწორედ ახლა
-კვდება!
. . . . . .
ჩვენი არ იყოს
ჩვენი არ იყოს
ჩვენი არ იყოს . . .

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tamchooo (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.